საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დასაქმებულის იძულებით გათავისუფლება დასჯადი ხდება
2013/02/22 21:33:51

 საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვან კანონპროექტთან ერთად განიხილეს  კობა დავითაშილის ინიციატივა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. წარმოდგენილი კანონპროექტით სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობა დგინდება სამუშაოს საკუთარი ინიციატივით დატოვების იძულების შემთხვევაში. 

 „პირის იძულება, დაწეროს განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ, ხდება დასჯადი და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ან ჯარიმას ან პირის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას 3 წლამდე. ეს ეხება როგორც საჯარო სექტორს, ასევე - კერძოს. ჩვენ მოგვმართა უამრავმა ექიმმა, რომლებიც სადაზღვევო კომპანიებმა გაათავისფულეს და ფორმად სწორად პირადი განცხადების დაწერის იძულება აირჩიეს.  იმიტომ, რომ ადამიანებს მოსპობოდათ შემდგომში სასამართლოსთვის მიმართვის უფლება. ასეთი პრაქტიკა უნდა აღმოიფხვრას როგორც სახელმწიფო, ასევე საჯარო სამსახურებიდან. დამსაქმებლებმა უნდა ისწავლონ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და თუ ვინმეს გათავისუფლება უნდათ სამსახურიდან, კეთილი უნდა ინებონ და უნდა დაუსაბუთონ, რის საფუძველზე „ - განაცხადა დავითაშვილმა.

ინფორმაციისთვის: აღნიშნული კანონპროექტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უნდა დამტკიცებულიყო, თუმცა ქვორუმი აღარ შედგა. რადგან, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა სხდომა უგულავასთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით დატოვეს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1943
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია