საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დავით ბერძენიშვილი: „ასეთი ბლეფი ნაციონალურ მოძრაობას არ გაუვა“
2013/02/18 20:29:34

როგორც დღევანდელ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გაირკვა, ბარამიძემ კანონპროექტი „ქვეყნის საგარეო კურსის უცვლელობის შესახებ“ უკან გამოიწვია. დღეს კომიტეტზე ამ საკითხზე მხოლოდ დისკუსია მიმდინარეობდა. პარლამენტში კომიტეტის სხდომის მსვლელობის მიმდინარეობისას ბარამიძის ინიციატივასთან დაკავშირებით, დავით ბერძენიშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„დღეს საუბარი იმაზე, რომ კანონი მივიღოთ, აღარ არის, ეს თავად ბატონმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა. უბრალოდ, მიმდინარეობს დისკუსია, აისახოს თუ არ აისახოს კონსტიტუციაში ცვლილებები და თუ აისახოს, რა ფორმით უნდა მოხდეს ეს. მე ჩემი ფრაქციის პოზიციაც გამოვხატე და ვთქვი, რომ ჩვენ მზად ვართ, კონსტიტუციის შესაბამის ადგილას, პრეამბულაში, უპირველეს ყოვლისა, კვალიფიციური ფორმით იყოს ასახული ევროპული არჩევანი. საქართველოს ჩატარებული აქვს პლებისციტი 2008 წლის იანვარში, სადაც ქართველმა ამომრჩეველმა შესამჩნევი უმრავლესობით მხარი დაუჭირა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას“ - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის მუდმივი კიჟინი საგარეო კურსთან დაკავშირებით, უკვე მდარე პოლიტიკურ თამაშში გადაიზარდა. „როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ გვინდა ევროკავშირში, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეიძლება არათუ გვინდოდეს, არამედ ვინმეს საერთოდ აზრად გაუჩნდეს, რომ გვინდა დ.ს.თ ში. ევროკავშირი და დ.ს.თ ერთმანეთის ალტერნატივაა. ასეთი მოცემულობის შემთხვევაში კონსტიტუციაში ცალკე ჩანაწერის გაჩენა იქნება არაკვალიფიციური და არასერიოზული. როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ქვეყანაში მიღებული გვაქვს კანონი ოკუპაციის შესახებ, როცა მთელი მსოფლიო რუსეთს ეძახის ოკუპანტს  და ამ ვითრებაში, როდესაც ფაქტობრივად და სამართლებრივად ასეთი მდგომარეობა გვაქვს, კონსტიტუციაში რაიმე განსაკუთრებული ჩანაწერის გაჩენა ზედმეტი მგონია. პრაქტიკულად, უმცირესობის წარმომადგენლები და მათ შორის, ბატონი ბარამიძე, როგორც ჩანს, მოწოდებულია, ქვეყნის გარეთ ხალხს უთხრას, რომ ჩვენ, ნაციონალურმა მოძრაობამ, ოპოზიციაში მყოფმა პარტიამ, ვაიძულეთ საქართველოს ხელისუფლება და კონსტიტუციაში ჩავაწერინეთ „დედას ვფიცავარ“, არ შევალთ ესენგე - ში. ეს არის მდარე პოლიტიკური თამაში. ასეთი ბლეფი „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გაუვა“ - განაცხადა ბერძენიშვილმა.

დღევანდელ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ორმა კომიტეტმა გამოხატა მზაობა, რომ ამ საკითხს მსვლელობა მიეცეს და მომავალშც გაგრძელდეს მსჯელობა, ხოლო საგარეო საქმეთა კომიტეტში ქვორუმი არ შედგა.

ნათია მატარაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1472
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია