დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მერაბიშვილს და ჭიაბერაშვილს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა დაკითხავს
2013/02/12 21:53:14

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. საქმე საქართველოს მთავრობის მიერ 2012 წლის 5 ივლისის დადგენილებით დამტკიცებულ პროგრამას ეხება. პროგრამის მიზანს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის შექმნა წარმოადგენდა.

ზემოხსენებული პროგრამის ფარგლებში შტატგარეშედ საქართველოს ყველა რეგიონში დამატებით კონტრაქტები 21 837 პირს გაუფორმდა. მათ მოქალაქეთა დასაქმებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო სამუშაოები უნდა შეესრულებინათ, თუმცა როგორც პროკურატურა აცხადებს, მათ არავინ დაუსაქმებიათ და ამ მხრივ რაიმე სახის საქმიანობაც არ გაუწევიათ. მიუხედავად  ამისა, მათ ხელფასის სახით 240 ლარი მაინც მიიღეს.

"ამ პირებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადარიცხულია 5 240 880 ლარი"- აცხადებსპროკურატურა.

როგორც ქუთაისის პროკურატურაში განმარტავენ, გამოძიების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით მოწმის სახით 2 000-მდე პირი დაიკითხა. მათი ჩვენებებიდან დადგინდა, რომ პროგრამაში დარეგისტრირებული  21 837 მოქალაქეს "სამუშაოსმაძიებელთა აღრიცხვისპ როგრამის" ფარგლებში არანაირი სამუშაო არ შეუსრულებინათ და თანხა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდასაჭერად წარმოებული წინასაარჩევნო აქტიურობისთვის მიიღეს.
ზემოაღნიშნული თანხა იმჟამინდელი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე გაიცა.

ჭიაბერაშვილისა და მერაბიშვილის დაკითხვა 13 თებერვალსაა დანიშნული.

 

ნათია მატარაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2035
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია