საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქართულ-ოსური ცენტრი ხელისუფლებას მიმართავს
2012/10/10 13:54:29

დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა ცენტრმა“ ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს ხელისუფლებას მიმართვა გაუგზავნა. ქართულ-ოსური ცენტრის თავმჯდომარის, ამირან თაჩაზოვის თქმით, 90-იან წლებში ცხინვალში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ , ბევრი სამოქალაქო ორგანიზაცია შეიქმნა ნდობის აღდგენისათვის, თუმცა ქართულ-ოსური ურთიერთობის ცენტრს და ყოფილ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის საფუძველი ვერ მოიძებნა.

 „ეროვნული უმცირესობების პოლიტიკური  ინტეგრაციის და სამოქალაქო მონაწილეობის ამაღლების შედეგად ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ყოფილი ხელისუფლების ინერტულობამ ჩვენი პროექტები დაბლოკა,“ – განაცხადა ამირან თაჩაზოვმა.

ამირან თაჩაზოვმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ხელისუფლებას  არასამთავრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკოსებს მოუწევთ ახალი მიდგომებისა და პოლიტიკური კურსის შემუშავება.
„ამისათვის ჩვენს ორგანიზაციას აქვს რეალური სტრატეგია, რომელიც ხელს შეუწყობს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტას,“ – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა ცენტრის“ თავმჯდომარემ ამირან თაჩაზოვმა.

მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1465
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია