დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მძევლობიდან გათავისუფლებული ახალგაზრდები ოჯახებში ჯერ არ დაბრუნებულან
2012/08/29 22:40:21

მძევლობიდან გათავისუფლებული ახალგაზრდები ოჯახებში ჯერ არ დაბრუნებულან

 ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრი აქვეყნებს ინტერვიუს ერთ–ერთი გატაცებულის მშობელთან. გთავაზობთ ამ ინტერვიუს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე არ აჩენს იმ ხუთ ახალგაზრდას, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით, 26 აგვისტოს, ლაფანყურის ტყიდან გაიტაცეს, რასაც შსს მხრიდან ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის ჩატარება მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, ახალგაზრდები გამტაცებლებისგან გათავისუფლებულები არიან, თუმცა მათი მშობლებისთვის უცნობია, სად იმყოფებიან ისინი. კახეთის საინფორმაციო ცენტრი ტატო აღულიშვილის მამას მინდია აღულიშვილს ესაუბრა.

 

რა ინფორმაცია გაქვთ თქვენს შვილთან დაკავშირებით?

– არანაირი, აბსულუტურად არანაირი.

თუ იცით სად ჰყავთ?

– არაფერი არ ვიცით აბსოლუტურად, ვაკუუმში ვართ. გუშინ პირველ  საათზე შეგვპირდნენ, ერთ საათში დააბრუნებენ ბავშვებს სახლშიო, იმის მერე გავიდა რამდენი საათი, არავინ არ ჩანს, არც ინფორმაციის მომწოდებელი და არც ბავშვები.

რას უკავშირებთ თქვენ ამ ფაქტს?

– არ ვიცი, ცუდზე არ მინდა რომ ვიფიქრო, კარგი არაფერი ხდება. ფიქრის თავიც აღარა მაქვს. მეოთხე ღამეა ამ დღეში ვართ.

როგორ მოიქცევით თუ ინფორმაცია ისევ არ მოგაწოდეს თქვენი შვილის ადილსამყოფელის შესახებ?

– ალბათ უკიდურეს ზომებს მივმართავთ. როგორც აქამდე იდგა მთელი სოფელი ჩვენს გვერდით, ახლაც დადგება მთელი სოფელი ჩვენს გვერდით და მოვითხოვთ, რომ ან მოგვცენ ზუსტი ინფორმაცია რა ხდება, რასთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი ან გადავკეტავთ გზებს. ეს არის ჩვენი პროტესტის უკიდურესი ზომა.

თქვენ გუშინ განაცხადეთ, რომ თქვენი შვილი დაინახეთ მაშინ, როდესაც ის ტყვედ ჰყავდა აყვანილი შეიარაღებულ დაჯგუფებას. შეგიძლიათ დაგვიკონკრეტოთ რამდენი ადამიანი იყო დაჯგუფებაში?

– ჩვენ ვნახეთ სამი შეიარაღებული ადამიანი.

როგორ იყვნენ შეიარაღებულები, შეგიძლიათ აღწეროთ?

– როგორც ბოევიკებს შეეფერებათ.

ხომ არ გიცდიათ ახლოს მისვლა, დალაპარაკება?

– არა, არ გვიცდია იმიტომ, რომ ჩვენ შეუიარაღებლები ვიყავით.

ახალგაზრდებს ხელბორკილები ედოთ თუ რა მდგომარეობაში იყვნენ?

– არა, ბავშვები არ გვინახია ჩვენ, ვნახეთ მარტო ისინი, უკან მიჰყვებოდნენ ჩვენს ბავშვებს.

ამის შემდეგ მიმართეთ სამართალდამცავებს თუ მანამდე ეძებდნენ უკვე?

– ეს მოხდა გუშინ. ბავშვების ძებნა უკვე 3 დღეა მიმდინარეობს.

როგორ ფიქრობთ ახალგაზრდები დაიკარგნენ და შემდეგ გაიტაცეს, თუ რა მოხდა?

– გამორიცხულია. შეიძლება ღამით, ნისლიან, ცუდ ამინდში მეც და სხვასაც შეეშალოს ორიენტაცია და სხვა მიმართულებით წავიდეს, მაგრამ ნახევარ საათში, ერთ საათში, ჩვენს ხეობაში ყველგან წყალი მოდის და ეს 3 წლის ბავშვმაც კი იცის, წყლის მიმართულებით შეგიძლია ორიენტაცია გააკეთო და სოფელში წახვიდე“.

შსს–ში არ აკეთებენ კომენტარს, სად არიან ახალგაზრდები. დაუდასტურებელი ცნობით, ისინი შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს შენობაში იმყოფებიან.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1919
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია