საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
სპეცოპერაცია საქართველო-დაღესტნის საზღვართან
2012/08/29 09:41:58

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან მიმდინარე დევნის ოპერაციის შესახებ.

სამინისტროს ცნობით,  საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია.

სამინისტროს განცხადებით, შსს ქვედანაყოფებს ბლოკირებული აქვთ ხეობა. საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ზომები მიღებულია. დამატებითი დეტალების შესახებ საზოგადოება მოგვიანებით იქნება ინფორმირებული.

„სოფელში ჟურნალისტების გარდა, არც ადგილობრივ მცხოვრებლებს უშვებენ. მოსახლეობაში პანიკაა. ლაფანყურის მცხოვრებლების ნაწილი სოფელს შემოვლითი გზებით ტოვებს. რამდენიმე წუთის წინ სოფელში შს მინისტრი ბაჩო ახალაია შევიდა. მას კომენტარი არ გაუკეთებია", - აცხადებს კახეთის საინფორმაციო ცენტრი.

საინფორმაციო ცენტრის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში ლაფანყურის თავზე სამხედრო ვერტმფრენები დაფრინავდნენ, საზღვრის მიმართულებით მობილიზებულია 200-ზე მეტი პოლიციელი და სამხედრო, ასევე ათზე მეტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. კომენტარს არც სამედიცინო პერსონალი აკათებს. დაჭრილების ან გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1515
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია