დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პუტინმა აღიარა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი რუსულმა მხარემ დაგეგმა
2012/08/08 23:59:55


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აღიარა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი რუსეთის მხრიდან იყო ინსპირირებული. „ ეს საიდუმლო არ არის, გეგმა არსებობდა და მის ფარგლებში ვმოქმედებდით. იგი გენერალური შტაბის მიერ 2006 წლის ბოლოს, 2007 წლის დასაწყისში იქნა შემუშავებული და ჩემთან შეთანხმებული. ამ გეგმის ფარგლებში ჩვენ სამხრეთ ოსეთში გარკვეულ დაჯგუფებებს ვამზადებდით“ - განაცხადა პუტინმა.

კონფლიქტის დღიდან მოყოლებული აქტიური განხილვის თემაა ის, თუ ვინ წამოიწყო 2008 წელს შეიარაღებული დაპირისპირება. ამ თემის განხილვა განსაკუთრებით გააქტიურდა საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ. პუტინის განცხადებამ კი, თითქოს წყალი გადაასხა ქართული ოპოზიციის ბრალდებას, რომ ომი რუსეთის წინააღმდეგ საქართველომ დაიწყო. "დიახ. პეკინში ვიმყოფებოდი და ორჯერ დავურეკე დიმიტრი მედვედევს და თავდაცვის მინისტრს 7 და 8 აგვისტოს" - ამბობს პუტინი და ადასტურებს მის უშუალო თანამონაწილეობას დაპირისირების საკითხში.

„ასეთი ღია და თავხედური წამოცდენა, რასაც   ჩვენ დღეს ვხედავთ, მართლაც განსაკუთრებული ყურადღების ღირსია. ასეთი დეტალური აღწერა იმისა, რომ 2006 წლიდან არსებობდა გეგმა, რომელიც პირადად პუტინმა დაამტკიცა, რომ ისინი ცხივნალის რეჟიმის კრიმინალურ დაჯგუფებებს ამზადებდნენ - ასეთი აღიარება აქამდე არ გვქონია“ - ამ სიტყვებით გამოეხმაურა პუტინის აღიარებას საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია .

 

Psnews.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1948
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია