დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოგონილი თუ მართალი?
2012/04/03 16:27:00

რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში პოლიტიკური პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ ახალგაზრდული ფრთის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის კახაბერ ქუთათელაძისა და  კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის ბუბა ჩივაძის შორის მიმოწერა დაიდო, სადაც ისინი ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

 

„კახა ქუთათელაძე: – ბიჯო, ბუბაია აქ ხარ?

ბუბა ჩივაძე: – რაია, ბიჯო, რა იყო?

კახა: – კიდე მე მეკითხები? შე ჩემისა, რა იყო? თამაზია ყ**-ს შიგ ხომ არა აქვს, რა გაზეთებს აძლევს ინტერვიუს ჩემზე? თქვენ ცოტა აიშვით, მაინდამაინც დავურეკო ირაკლის? (საუბარია ირაკლი ალასანიაზე)

ბუბა: – შენ რამსები ხო არ აგერია, ირაკლი კი არა, ვისთანაც გინდა, იმასთან დარეკე, რას მაშინებ?

კახა: – პროსტა ჩამოვალ მე ხვალ დილით ქუთაისში და განახებთ ყველაფერს, რაღაცა თავში გაქვთ, ბიჯო, თქვენ ავარდნილი, მარა არ გეგონოთ, სულ მასე იქნება, ჩამოვა ირაკლი და დაგაყენებიებთ ტრ**-ებს, ხვალ იმ თამაზიას გადავხსნი შუაზე, მაგ სირს მაგას.

ბუბა: – წესიერად ილაპარაკე შენ, თორემ გაგტყეპავ გემოზე.

კახა: – ხვალ დამხვდით პარტიაში თერთმეტზე თქვენ მოგიტ***ვათ მოსატ**-ავს.“

 

აღნიშნული მიმოწერა სოციალური ქსელის თითქმის ყველა ჯგუფში ფოტოს სახით დადეს ნაციონალური პარტიის წევრებმა. ჩვენ აღნიშნული საუბარში ჩართულ პირებს თავად დავუკავშირდით, რათა უშუალოდ მათგან გაგვეგო, ეკუთვნით თუ არა აღნიშნული მიმოწერა მათ.

 

კახა ქუთათელაძე, პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ქუთაისის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარე: „მსგავსი მიმოწერა, მე პირადად, შემიძლია გაგიკეთო მაქსიმუმ 20 წუთში, ეს არის სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ პირს შეუძლია, გააკეთოს ვითომ მიმოწერა. არ ვიცი, ვინ გააკეთა ეს ყველაფერი, თუმცა გარწმუნებთ, რომ ბუბა მე პირადად ერთ თვეზე მეტია, არ მინახავს და წერით ხომ საერთოდ არ ვწერთ ერთმანეთს. მეტიც – ერთ თვეზე მეტია, ეს ადამიანი მეგობრებიდან წავშალე და როგორ მივწერდით ერთმანეთს?“

ბუბა ჩივაძე, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი: „აღნიშნული მიმოწერა, რა თქმა უნდა, ჩვენი არ არის. საერთოდ, არც ვიცი, ვის უნდა ეკადრებინა მსგავსი რამ. ეს ცრუ ბრალდება და ცილისწამებაა, მოქმედი კონსტიტუციით ისჯება და შეიძლება საქმეც კი აღვძრა ამ თემასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ეს ყველაფერი ერთმანეთისათვის არ მიგვიწერია“.

 

„მიმოწერის“ ავტორები აცხადებენ, რომ არ შეუძლიათ კონკრეტული პიროვენებების დასახელება, ვისაც შეეძლო მსგავსი რამ გაეკეთებინა.

რა მოხდა რეალურად, ვის აწყობდა მსგავსი მიმოწერის გამოქვეყნება, ამის გარკვევას, ალბათ, სასამართლო შეეცდება.

 

ირაკლი ვაჩიბერაძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2049
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია