საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
აფეთქდება?
2012/03/15 17:32:59

15 მარტს, დაახლოებით 15 საათზე, ქუთაისში, რუსთაველის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხის ძირში ნაპოვნმა ჩემოდანმა პანიკა გამოიწვია. ადგილზე რამდენიმე წუთში გამოცხადდნენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, თუმცა ისინი მედიასთან კომენტრს არ აკეთებდნენ. რუსთაველის ხიდთან მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილი იყო, იქ მცხოვრები მოსახლეობა კი - პანიკაში. „ძალიან გვეშინია, ძალოვანი უწყებები კომენტარს არ აკეთებენ, ისიც არ ვიცით, მართლა ბომბია თუ არა. ღმერთმაც ქნას და, ცრუ ინფორმაცია აღმოჩნდეს,"- გვითხრა ქუთაისის მკვიდრმა გიორგი მაისურაძემ. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური შემთხვევა ქუთაისში დაახლოებით ერთი წლის წინაც მოხდა. მაშინ სამართალდამცველები ასაფეთქებელ ნივთიერებას ქალაქის ცენტრში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ეძებდნენ.

აღნიშნული განგაში ამჯერადაც ცრუ აღმოჩნდა. ჩემოდანი უსაფრთხო ადგილზე ააფეთქეს და მასში საეჭვო არაფერი აღმოჩნდა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1442
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია