დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„თავისუფალი საქართველო“ სამართლიან სასამართლოს ითხოვს
2011/10/18 16:25:13

დღეს „თავისუფალი საქართველოს“ რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი წულაიამ მორიგი ბრიფინგი გამართა, ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით. კერძოდ, მედიას საავიაციო ქარხნის ყოფილი მუშების პრობლემა გააცნეს.

ქუთაისის საავიაციო ქარხნის ყოფილი მუშა ფარნაოზ სინატაშვილი: „როდესაც მუშაობა დავიწყეთ, საქმე შედარებით კარგად მიდიოდა, შემდეგ ხელფასები შეგვიწყვიტეს, იძულებული გავხდი, სამსახური დამეტოვებინა. რამდენიმე ადამიანმა შევიტანეთ სარჩელი სასამართლოში, სასამართლომ, მართალია, დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, მაგრამ აღსრულების პროცესი რთულად მიმდინარეობს, ის თანხები დღესაც არ მიგვიღია.“

გიორგი წულაია: „იურისტთან ერთად ვამზადებთ წერილებს ამერიკის, საფრანგეთის და კიდე სხვა ქვეყნების ელჩებთან გასაგზავნად, რათა მათ რაღაცნაირად უზრუნველყონ და ზეწოლა მოახდინონ საქართველოს ხელისფლებაზე, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები აღსრულდეს მოქალაქეების სასიკეთოდ. როცა ოთხასლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა მქონდა, იუსტიციის სამინისტროს სააღმსრულებლო ბიურომ ბოლომდე „გამომწოვა სისხლი“. კეთილი ინებონ და ასევე მოექცნენ მოქალაქეებს, რომელთაც სააღმსრულებლო ფურცელი ხელში უჭირავთ.“

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1928
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია