დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
80 სტუდენტს ჩემს „ALMA MATER“-ში
2010/04/06 13:00:29

ჩვე­ნი გა­ზე­თის წი­ნა ნო­მერ­ში (#9 (535), 29 მარ­ტი - 4 აპ­რი­ლი, 2010) გა­მოქ­ვეყნებულ წე­რილს, „სტუ­დენ­ტები ლექ­ტო­რებს იცა­ვენ“, გერ­მა­ნი­იდან გამოეხმაურა ქა­ლაქ ფრან­კფურ­ტის გო­­თეს სახელობის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოღ­ვა­წე ენათ­მეც­ნი­­რი, ჩვე­ნი თა­ნა­ქა­ლა­ქე­ლი ზა­ქა­რია ფურცხვა­ნი­ძე, რო­მელ­მაც ელექ­ტრო­ნუ­ლი ფოს­ტით გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა ეს ღია წე­რი­ლი.

რე­დაქ­ცია მზა­დაა, სურ­ვი­ლის შემთხვე­ვა­ში, ბატონ ტა­რი­ელ ფუტ­კა­რა­ძის სა­პა­სუხო წე­რი­ლიც დაბეჭ­დოს.ჩე­მო უმ­ცრო­სო მე­გობრებო, გა­მო­გიტყდებით, ეპის­ტო­ლა­რუ­ლი ჟან­რი ჩე­მი უნა­რების სუსტ მხარეს წარ­მო­ად­გენს. ეს იმის ბრა­ლი­ცა­ა, რომ ბოლო, დაახლოებით ოცი წე­ლი უნი­ვერ­სა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რუ­ლი ენა-კო­დის დახვე­წას მო­ვან­დო­მე, რო­მე­ლიც თა­ვი­სი უკომ­პრო­მი­სო ლა­კო­ნუ­რობით გა­მო­ირ­ჩე­ვა. იმე­დი­ა, ამ წე­რილ­ში სათ­ქმელს მა­ინც მო­გაწოდებთ, რად­გან მას ორ­გვა­რი ემო­ცია უდევს სა­ფუძ­ვლად: ქუ­თა­ი­სის სიყვა­რუ­ლი და მი­სი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კედ­ლებისად­მი მო­წი­წება. თქვე­ნი წუხილიც რომ ანა­ლო­გი­უ­რი გრძნობებითაა გაჯერებული, ეს და­მა­ტებითი მო­ტი­ვია ჩემ­თვის.

შეგ­ნებულად არ შე­ვეხები გა­ზეთ „პოს­ტსკრიპ­ტუმ­ში“ (29/03/2010) დაბეჭ­დილ თქვენს განცხადებაში მო­ტა­ნილ პუნ­ქტებს. მე შე­ვეც­დები, და­გიხატოთ სუ­რა­თი, რო­მე­ლიც ეყრდნობა ერ­თი ევ­რო­პუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან და აქა­უ­რი აკა­დე­მი­უ­რი სფე­რო­დან აღ­ქმულ პერ­სპექ­ტი­ვას იმ ამბებთან და­კავ­ში­რებით, რაც აკა­კი წე­რეთ­ლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ტა­რებული ლექ­ტორ-მას­წავ­ლებელ­თა კონ­კურ­სის შე­დე­გების ირ­გვლივ დატ­რი­ალ­და.

აკა­დე­მი­კოს ავ­თან­დილ არაბული­სა და კო­მი­სი­ის მი­ერ მი­ღებული გა­დაწყვე­ტი­ლება, უა­რი უთხრან ტა­რი­ელ ფუტ­კა­რა­ძეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის აკა­დე­მი­ურ თა­ნამ­დებობაზე და­ნიშ­ვნას­თან და­კავ­ში­რებით, არის ქუ­თა­ი­სი­სათ­ვის და უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქარ­თუ­ლი ენის განხრი­სათ­ვის აკა­დე­მი­უ­რად ყვე­ლა­ზე სწო­რი და მეც­ნი­ე­რუ­ლად იმ­დე­ნად წყალ­გა­უ­ვა­ლი, რომ მსგავსს ვერ ვიხსე­ნებ ბოლო 15 წლის მან­ძილ­ზე. ეს არის შან­სი ამ სფე­როს გა­დარ­ჩე­ნი­სათ­ვის ქუ­თა­ის­ში. ეს არის შან­სი იმი­სათ­ვის, რომ თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლების და­მა­დას­ტუ­რებელი საბუთი ღი­რებული გახდეს და­სავ­ლუ­რი სტან­დარ­ტებისათ­ვის. ის ფაქ­ტი, რომ ტა­რი­ელ ფუტ­კა­რა­ძე ვერ წყვეტ­დეს თქვე­ნი სას­წავ­ლო პროგ­რა­მების შედ­გე­ნის სა­კითხებს, არის შან­სი, რომ თქვე­ნამ­დე მო­აღ­წევს პო­ლი­ტი­კუ­რად არა­ინ­ტერ­პრე­ტი­რებული ენათ­მეც­ნი­ე­რუ­ლი კო­დექ­სი, რომ­ლის სა­ფუძ­ვლები ვილჰელმ ჰუმბოლ­დტმა და ფრანც ბოპ­მა საბოლო­ოდ ჩა­მოაყალიბეს და ამო­სავ­ლად და­უ­დეს პირ­ველ ენათ­მეც­ნი­ე­რულ კა­თედ­რას ბერ­ლი­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში თით­ქმის ორა­სი წლის წინ. იგი სა­ვალ­დებულოა დღეს­დღეობით ყვე­ლა მკვლე­ვა­რი­სათ­ვის, რო­მე­ლიც თა­ვის თავს ენათ­მეც­ნი­ერს უწო­დებს. ეს კო­დექ­სი, რო­მელ­შიც კო­ლე­გებთან ინე­რაქ­ცი­ის წე­სებიც იგულისხმება, კარ­გად იცის პრო­ფე­სორ­მა არაბულ­მა და ასე­ვე იმა­თაც, ვინც თავს არი­დებს სა­ა­პე­ლა­ციო კო­მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლეობაზე თანხმობას:

ძნე­ლი­ა, თუ არა შე­უძ­ლებელი, კომ­პრო­მი­სი გა­ა­კე­თო მეც­ნი­ე­რულ მო­რალ­თან, ანუ კახაბერი უწო­დო იმას, ვინც ასეთს არა ჰგავს.

და­სავ­ლე­თის მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვის „ფუ­ფუ­ნებას“ წარ­მო­ად­გენს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­გრე­სებისა და ქო­ლოქ­ვი­უ­მების სიუხვე. გუ­ლახდი­ლად გეტყვით, რომ ბოლო 4-5 წლის მან­ძილ­ზე უსი­ა­მოვ­ნო წი­ნათ­გრძნობით მივ­დი­ვარ ენათ­მეც­ნი­ერ­თა, უმე­ტე­სად კავ­კა­სი­ო­ლოგ­თა, თავყრი­ლობებზე. ამის მი­ზე­ზი გახლავთ ის, რომ ამ თავყრი­ლობების შეს­ვე­ნებების (caf­f­ee breack) ფოლ­კლო­რუ­ლი ანეგ­დო­ტების უც­ვლე­ლი პრო­ტა­გო­ნის­ტი არის ტა­რი­ელ ფუტ­კა­რა­ძე: „გა­ი­გე ახალი ანეგ­დო­ტი ქუ­თა­ი­სი­დან? ტა­რი­ელს აი­ე­ტის ენა აღ­მო­უ­ჩე­ნია...“ (ხარხარი), ან­და: „გა­ი­გე, ტა­რი­ე­ლი იტა­ლი­ა­ში კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლეობს და ერ­თა­დერ­თი­ა, ვინც ქარ­თუ­ლად კითხულობს მოხსე­ნებას...“  „ალბათ თა­ვის თავს წა­უ­კითხავს...“ (ხარხარი) ან­და: „ტა­რი­ელ­მა ქარ­თვე­ლო­ლო­გია ორ ბანა­კად გაჰყო - თვი­თონ და KGB (ხარხარი)“.

ჩე­მი დი­ლე­მა ასეთ სი­ტუ­ა­ციებში არის ან თა­ვის მარ­თლება იმით, რომ ტა­რი­ელ ფუტ­კა­რა­ძე და ქუ­თა­ი­სი ერ­თი და იგი­ვე არ არის, ან იმა­ზე მი­ნიშ­ნება, რომ ტა­რი­ელ ფუტ­კა­რა­ძე არ­ცერთ ბოლოდ­როს ჩა­ტა­რებულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ურ კონ­გრეს­ზე არ ჩნდება. თბილის­შიც კი, სა­დაც შარ­შან­წინ ალი­შა ჰარის­მაც მოახერხა ნიუ იორ­კი­დან ჩა­მოს­ვლა და თვით ღრმად მოხუცებული, ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ის მეტ­რი, ვინ­ფრიდ ბოე­დე­რიც გა­მო­ვი­და მოხსე­ნებით. თა­ვი რომ და­ვა­ნებოთ ბერ­ნარ უტი­ეს პა­რი­ზი­დან, იოსტ გი­პერტს ფრან­კფურ­ტი­დან და, უფ­რო მე­ტიც, მრა­ვალ­რიცხოვან დე­ლე­გა­ციებს ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ი­დან, რო­მელ­თაც აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ ათას­გვა­რი ხრი­კით მოუხდათ თბილი­სამ­დე ჩა­მოღ­წე­ვა. ტა­რი­ელ ფუტ­კა­რა­ძე არის მეც­ნი­ე­რუ­ლი სამყაროს აბსა­იტ­ში, მი­სი თე­ზები არის უკუგ­დებული ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ჩვენს სფე­რო­ში. მი­სი მეც­ნი­ე­რუ­ლი ღი­რებულება არის კა­ტას­ტრო­ფულ ნიშ­ნულ­ზე, რაც იმის სა­ფუძ­ვე­ლი­ა, რომ მას­თან არა­ვინ მეც­ნი­ე­რულ დის­კუ­სი­ას არ მარ­თავს, არა­ვინ, ვი­საც თა­ვი სე­რი­ო­ზულ მკვლე­ვა­რად მი­აჩ­ნია. მის მი­ერ პრო­დუ­ცი­რებული ბევ­რი წიგ­ნი პა­ტი­ვის­ცე­მით ამო­ვი­ღე სა­ნაგ­ვე ყუთი­დან (მა­ინც, წიგ­ნია) და წა­კითხვის შემ­დეგ ასე­ვე ფრთხილად ჩავ­დე სა­ნაგ­ვე ყუთ­ში (გერ­მა­ნე­ლებს მა­კუ­ლა­ტუ­რი­სათ­ვის ცალ­კე ად­გი­ლი აქვთ რეპ­რო­დუ­ცი­რებადობის გა­მო). კრი­ტე­რი­უ­მი, რომ იგი ბევრ წიგნს წერს, არა­ნა­ირ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ იძ­ლე­ვა მის ხარისხსა თუ უხარისხობაზე. არ­ცერ­თი და­სავ­ლე­ლი ქარ­თვე­ლო­ლო­გი, ხაზს ვუს­ვამ, არ­ცერ­თი და­სავ­ლე­ლი ქარ­თვე­ლო­ლო­გი არ აკე­თებს ბოლო წლებში ტა­რი­ელ ფუტ­კა­რა­ძის ცი­ტი­რებას, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ იგი არ აღიქ­მება ამ სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლად. უა­რე­სი სასჯელი მეც­ნი­ე­რი­სათ­ვის არ არ­სებობს.

მი­სი მეც­ნი­ე­რებისა­გან დის­ტან­ცი­რება ემთხვე­ვა იმ გახმა­უ­რებულ კამ­პა­ნი­ას, რო­მე­ლიც ტა­რი­ელ ფუტ­კა­რა­ძემ ყვე­ლა იმ ენათ­მეც­ნი­ე­რის წი­ნა­აღმ­დეგ მი­მარ­თა, ვინც მი­სი თე­ზი­სები მეგ­რუ­ლი­სა და სვა­ნუ­რის „ჩა­მო­დი­ა­ლექ­ტებას­თან“ და­კავ­ში­რებით გა­აკ­რი­ტი­კა. მეც­ნი­ე­რუ­ლი სამყარო ძა­ლი­ან სუს­ტია იმათ წი­ნა­შე, ვინც პო­ლი­ტი­კას და მეც­ნი­ე­რებას ერ­თმა­ნეთ­ში ურევს. ამის გა­მო ხდება ასე­თი „მეც­ნი­ე­რის“ იგ­ნო­რი­რება, გა­რიყვა. ტა­რი­ელ ფუტ­კა­რა­ძეს გავ­ლი­ლი აქვს საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი სკო­ლა და ფლობს იმ ინ­სტრუ­მენ­ტებს, რომ­ლებითაც აღ­ჭურ­ვი­ლი მეც­ნი­ე­რულ სამყარო­ში ძნე­ლად თუ მე­გუ­ლება ვინ­მე. ეს მი­სი აშ­კა­რა უპი­რა­ტე­სობაა, მა­გა­ლი­თად, ჩემ­თან მი­მარ­თებაშიც. ეს უპი­რა­ტე­სობა გა­თა­ვი­სებული აქვს თა­ვა­დაც და თბილის­ში იმ ქარ­თველ ენათ­მეც­ნი­ე­რებსაც, რომ­ლებიც თავს არი­დებენ მას­თან კონ­ფრონ­ტა­ცი­ას, თუნ­დაც შე­საძ­ლო სა­ა­პე­ლა­ციო კო­მი­სი­ის წევ­რებს.

ამ თა­ვის არი­დებაში სა­მარ­დება აკა­კი შა­ნი­ძის, არ­ნოლდ ჩი­ქობავას და ბუმბერა­ზი მეც­ნი­ე­რი­სა და პი­როვ­ნების ბესიკ ჯორბენა­ძის ნა­თე­ლი ხსოვ­ნა.

ბესი­კის სი­ცოცხლე­ში, დარ­წმუ­ნებული ვარ, ქარ­თუ­ლი ენათ­მეც­ნი­ე­რება ტა­რი­ელ ფუტ­კა­რა­ძეს ჭეშ­მა­რი­ტებას ყვე­ლა სახის კო­მი­სი­ა­ში ეტყოდა და ამას თავს არ აა­რი­დებდა. მე­ო­რეც, ამ თა­ვის არი­დებაში ფეხით ითე­ლება ქუ­თა­ი­სის და მი­სი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო სახე. შე­საძ­ლო­ა, ბევრს თბილის­ში ერ­ჩი­ოს კი­დეც, რომ ტა­რი­ელ ფუტ­კა­რა­ძე ქუ­თა­ის­შია „მი­ლა­გებული“ და თა­ვი­სი „დურ­სუ­ნო­ლო­გი­ით“ (ცი­ტი­რება ერთ-ერ­თი კონ­ფე­რენ­ცი­ი­დან) ხალხს თბილის­ში ნერ­ვებს არ უშ­ლის.

მე ვა­პე­ლი­რებ უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სად­მი თქვენს სიყვა­რულ­ზე: ტა­რი­ელ ფუტ­კა­რა­ძის ად­გი­ლი ენათ­მეც­ნი­ე­რებაში არ არ­სებობს! და რა­ტომ უნ­და იყოს მი­სი ად­გი­ლი აკა­კი წე­რეთ­ლის სახელობის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში?!

მის მი­ერ თქვენ­თვის შედ­გე­ნი­ლი სას­წავ­ლო გეგ­მები წარ­მო­ად­გენს სრულ მეც­ნი­ე­რულ და აკა­დე­მი­ურ ნონ­სენსს. ამის თქმის უფ­ლებას მაძ­ლევს ის, რომ ფრან­კფურ­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ემ­პი­რი­უ­ლი ენათ­მეც­ნი­ე­რების 7 სხვა­დასხვა სა­ვალ­დებულო სა­ლექ­ციო კურ­სი ენათ­მეც­ნი­ე­რებაში ჩე­მი კონ­ცი­პი­რებულია და მრა­ვალჯერ ევა­ლუ­ი­რებული. ის 800-მდე გერ­მა­ნე­ლი სტუ­დენ­ტი, რო­მე­ლიც ამ კურ­სებს ის­მენს და გა­მოც­დებს აბარებს, არის სახელ­მწი­ფო პა­სუხის­მგებლობის სუბიექ­ტი. ეს პა­სუხის­მგებლობა თქვენს მი­მართ არ გა­აჩ­ნია ტა­რი­ელ ფუტ­კა­რა­ძეს. ქარ­თუ­ლი სახელ­მწი­ფო, რო­გორც სჩანს, სუს­ტია ან მო­უც­ლე­ლი, სიღ­რმე­ში ჩახედოს ამ თე­მას. ამი­ტომ, ეს პა­სუხის­მგებლობა უნ­და იტ­ვირ­თოთ თქვენ, სტუ­დენ­ტებმა; დას­ვათ კითხვები, ბევ­რი კითხვა: რა­ტომ არის ყვე­ლა ის მეც­ნი­ე­რი, ვინც ტა­რი­ელ ფუტ­კა­რა­ძის თე­ზი­სებს არ ეთანხმება, რუ­სე­თის რე­ზი­დენ­ტი? რა­ტომ არ აღიქ­ვა­მენ მას იმე­რეთს იქეთ მეც­ნი­ე­რად? რა­ტომ ცდებოდ­ნენ თურ­მე კარლ ბრუგ­მა­ნი, ან­ტუ­ან მე­ი­ე, იერჟი კუ­რი­ლო­ვი­ჩი? და რა­ტომ არ ცდება ტა­რი­ელ ფუტ­კა­რა­ძე? მის მი­ერ „პოს­ტსკრიპ­ტუ­მის“ ზე­მოთ ნახსე­ნებ სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მი წი­ნა­და­დება, რომ „... ჩე­მი „დის­კრი­მი­ნა­ცი­ის“ საბაბი თუ მი­ზე­ზი (ესეც გა­სარ­კვე­ვია!) აღ­მოჩ­ნდა ჩე­მი­ვე ერთ-ერ­თი სა­მეც­ნი­ე­რო თვალ­საზ­რი­სი, რო­მე­ლიც მოკ­ლედ ასე ჩა­მოყალიბდება: ქარ­თვე­ლებს ერ­თი დე­და­ე­ნა გვაქვს“ -  არის პო­ლი­ტი­კუ­რი უხამ­სობა. უხამ­სობაა ამ­გვა­რი თე­მებით სპე­კუ­ლი­რება. ჭეშ­მა­რი­ტი მეც­ნი­ე­რი და ჭეშ­მა­რი­ტი პატ­რი­ო­ტი ერ­თმა­ნე­თის თანმხვედ­რი ცნებებია. ჭეშ­მა­რი­ტი პატ­რი­ო­ტი არა­სო­დეს მი­ემხრობა მეც­ნი­ე­რულ სიყალბეს, რა­მე­თუ ამით პირ­ველ რიგ­ში თა­ვის სამ­შობლოს შე­უ­რაცხყოფს.

ჩემ­თვის ნა­თე­ლია ის რე­ა­ლობა, რომ პო­ლი­ტი­კი­სა­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რცე სა­ზო­გა­დოებაში არ არ­სებობს, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ჩვენ ყვე­ლას არ გვქონ­დეს ლე­გი­ტი­მუ­რი უფ­ლება და მო­ვა­ლეობა, და­ვიც­ვათ უნი­ვერ­სი­ტე­ტი და მეც­ნი­ე­რება პო­ლი­ტი­ზი­რებისა­გან. ტა­რი­ელ ფუტ­კა­რა­ძე სპე­კუ­ლი­რებს ფრა­ზით, რო­მე­ლიც არა მეც­ნი­ე­რუ­ლი, არა­მედ სო­ციო-პო­ლი­ტი­კუ­რი დის­კურ­სის ნა­წი­ლია. მტკივ­ნე­უ­ლი 90-ია­ნი წლები და ჩე­მი სტუ­დენ­ტობა ქუ­თა­ი­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გაჯერებული იყო ამ­გვა­რი სპე­კუ­ლა­ციებით და ამით სა­ნამ­დე მი­ვე­დით, თა­ვა­დაც ხედავთ.

გერ­მა­ნე­ლებს ომის შემ­დგომ ის­ტო­რი­ა­ში აქვთ რამ­დე­ნი­მე გახმა­უ­რებული შემთხვე­ვა, რო­ცა მეც­ნი­ე­რუ­ლი კო­დექ­სის დარ­ღვე­ვამ ბევ­რი გრან­დი­ო­ზუ­ლი მეც­ნი­ე­რი შე­ი­წი­რა: მარ­ტინ ჰაი­დე­გერს აეკ­რძა­ლა ლექ­ციებზე შეს­ვლა ნა­ცი­ო­ნალ სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი პარ­ტი­ის წევ­რობის გა­მო (ომის დამ­თავ­რებიდან 1952 წლამ­დე); ლეო ვა­ის­გერბერი იყო უფ­რო დი­დი ეთ­ნო­ლინ­გვის­ტი, ვიდ­რე ბანი­ა­მინ ვორ­ფი ან ედუ­არდ სა­პი­რი, მაგ­რამ იდე­ო­ლო­გი­ი­სა და მეც­ნი­ე­რების ერ­თმა­ნეთ­ში არე­ვის გა­მო დიდხანს დარ­ჩა აკა­დე­მი­უ­რი აღი­ა­რების გა­რე­შე.

გერ­მა­ნულ­მა სახელ­მწი­ფომ თა­ვის თავ­ზე აი­ღო პა­სუხის­მგებლობა ახალ­გაზ­რდა თაობის წი­ნა­შე, რო­მე­ლიც მეც­ნი­ე­რულ ჭეშ­მა­რი­ტებას უნ­და ეზი­ა­როს პო­ლი­ტი­კის გა­რე­შე. მეც­ნი­ე­რება არის ძა­ლი­ან უკომ­პრო­მი­სო გზა ჭეშ­მა­რი­ტებისა­კენ და იდე­ო­ლო­გი­ურ კო­რექ­ტუ­რებს არ ექ­ვემ­დებარება.

ტა­რი­ელ ფუტ­კა­რა­ძის სტა­ტიები თუ წიგ­ნები გაჯერებულია წყაროების უცო­დინ­რობით (ნახეთ და წა­ი­კითხეთ ნი­ნო დობორჯგი­ნი­ძის სტა­ტია ამ თე­მა­ზე), ან­ტიგ­ლობალიზ­მის ქა­და­გებით, პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­დოქ­ტრი­ნიზ­მით, ანუ ყვე­ლა­ფერ იმით, რა­საც მეც­ნი­ე­რებაში არა­ფე­რი ესაქ­მება. იფიქ­რეთ იმა­ზე, რომ ერთ დღეს თქვენს ევ­რო­პელ თა­ნა­ტო­ლებთან სა­ფიხვნოს გა­მარ­თვა მო­გი­წევთ. რთუ­ლი იქ­ნება დის­კუ­სი­ის თე­მად ისე­თი საგ­ნის აღება, რა­ზეც და­სავ­ლუ­რი ენათ­მეც­ნი­ე­რება ყვე­ლა­ზე გვი­ან სო­სი­უ­რი­დან მოყოლებული შე­თანხმებულია.

ტა­რი­ელ ფუტ­კა­რა­ძის სას­წავ­ლო კურ­სები ქარ­თულ ენათ­მეც­ნი­ე­რებას მეც­ნი­ე­რულ ქვის ხანა­ში ექა­ჩება და რახან ყვე­ლა „მშვი­დად“ უყურებს ამ პრო­ცესს, თქვე­ნი მო­ვა­ლეობაა რე­ა­ლობისათ­ვის თვა­ლის გას­წო­რება და კრი­ტი­კუ­ლი კითხვების დას­მა. ამ კითხვებზე პა­სუხის მი­ღება თქვე­ნი უფ­ლებაა, რო­მელ­საც დაც­ვა სჭირ­დება.

ამ წე­რილს აქ მოვ­რჩებოდი, რომ არა ერ­თი დე­ტა­ლი. ჩე­მი სახელი და ფრან­კფურ­ტში ყოფ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ასო­ცირ­დება პრო­ფე­სორ იოსტ გი­პერ­ტის სახელ­თან. დარ­წმუ­ნებული ვარ, ეს დე­ტა­ლი ტა­რი­ელ ფუტ­კა­რა­ძი­სათ­ვის ამ წე­რი­ლის და­წე­რის მო­ტი­ვა­დაც იქ­ნება პრო­პა­გი­რებული...

მე მინ­და ერ­თი რამ გითხრათ, ჩე­მო უმ­ცრო­სო მე­გობრებო: პრო­ფე­სო­რი იოსტ გი­პერ­ტი არ არის პირ­ვე­ლი ენათ­მეც­ნი­ე­რი, რო­მელ­თა­ნაც მო­წა­ფეობრი­ვი და ახლა უკ­ვე კო­ლე­გი­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თობა მქო­ნია. იმ ბედ­ნი­ე­რებით, რომ ნო­ამ ჩომ­სკის, ბერ­ნარდ კომ­რის, პე­ტერ შლობინ­სკის, მარ­ტინ ჰას­პელ­მა­თის, ელი­ზაბეთ ტრა­უ­გო­თი­სა და მო­რის ჰალე­სათ­ვის მათ ლექ­ციებზე მო­მეს­მი­ნა, ბოს­ტო­ნი­დან მოყოლებული, ბერ­ლი­ნის, ლუ­ე­ვე­ნი­სა და ჰანო­ვე­რის ჩათ­ვლით, ევ­რო­პა­ში ვე­რა­ვის გა­აკ­ვირ­ვებ. პრო­ფე­სორ გი­პერ­ტთან ურ­თი­ერ­თობა არის ენით აღუ­წე­რე­ლი პრი­ვი­ლე­გია ჩემ­თვის, რო­გორც მეც­ნი­ე­რი­სათ­ვის და რო­გორც ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის და ამას ემა­ტება კი­დევ ერ­თი: რო­გორც ქარ­თვე­ლი­სათ­ვის. და­მერ­წმუ­ნეთ, ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ა­ში დღეს­დღეობით არ არ­სებობს ამ მას­შტაბის მეც­ნი­ე­რი და მი­სი მეც­ნი­ე­რუ­ლი ინ­ტე­რე­სი ქარ­თვე­ლო­ლო­გი­ის ფუნ­და­მენ­ტურ თე­მებზე არის ქარ­თუ­ლი ენათ­მეც­ნი­ე­რების ბედ­ნი­ე­რი შე­ნა­ძე­ნი. ამა­ზე არ კა­მა­თობს არა­ვინ... არა­ვინ, გარ­და ტა­რი­ელ ფუტ­კა­რა­ძი­სა.

თუმ­ცა­ღა მე ამ წე­რი­ლის მო­წე­რა ჩავ­თვა­ლე ჩემს მო­ვა­ლეობად თქვენს წი­ნა­შე და ჩვე­ნი სა­ერ­თო „alma mat­er“-ის, აკა­კი წე­რეთ­ლის სახელობის სახელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის, წი­ნა­შე, რომ­ლის ბრწყინ­ვა­ლე პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებლებმა შე­მას­წავ­ლეს ორი უმ­თავ­რე­სი რამ ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რებაში: სამ­შობლოს სიყვა­რუ­ლი და აზ­როვ­ნების თა­ვი­სუფ­ლება.

 

გუ­ლი­თა­დად -

ზა­ქა­რია ფურცხვა­ნი­ძე,

ფრან­კფურ­ტის გო­ე­თეს სახელობის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ემ­პი­რი­უ­ლი ენათ­მეც­ნი­ე­რების ფა­კულ­ტე­ტის ლექ­ტო­რი, შე­და­რებითი ენათ­მეც­ნი­ე­რების ინ­სტი­ტუ­ტის მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლი, ფა­კულ­ტე­ტის ბაკა­ლავ­რი­ა­ტის სას­წავ­ლო კო­ორ­დი­ნა­ტო­რი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2128
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია