საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
5 ათასი ლარი - ნაჩუქარი სახლის სანაცვლოდ
2010/02/08 13:42:07

ხშირად კანონის უცოდინრობის, ან მისი მოთხოვნების უგულებელყოფის გამო, ადამიანები სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე.

ბათუმელი ეკომიგრანტი ლეილა ბ. 10 წლის განმავლობაში ქობულეთში, ნათესავის ბინაში ცხოვრობდა, რომელიც თავის საკუთრებად მიაჩნდა, რადგანაც, როგორც თავად ირწმუნება, ნათესავმა მას ეს სახლი აჩუქა: „სხვა შემთხვევაში ამ სახლში არ შემოვიდოდი, რადგან საცხოვრებლად უვარგისი იყოო,“ - აცხადებს ლეილა ბ. მისი მტკიცებით, მასა და მესაკუთრეს შორის სახლის ჩუქების თაობაზე სიტყვიერი შეთანხმება არსებობდა, რის გამოც მან სახელმწიფო დახმარებაზე უარი განაცხადა.

რაკი სახლი თავისად დაიგულა, სტიქიით დაზარალებულმა ქალბატონმა ახალ  კერაზე  დამკვიდრება  დაიწ-ყო.  სახლს  სარემონტო   სამუშაოები ჩაუტარა, სახურავი შეცვალა, კარ-ფანჯრებიც შეაკეთა, ეზოს ღობეც გაუკეთა და ეზოში - ჭაბურღილიც.

მეპატრონემ სახლი 10 წლის შემდეგ მოიკითხა და მისი გაყიდვის გადაწყვეტილებაც მიიღო. შედეგად 2007 წელს ლეილა ბ. კვლავ ქუჩაში აღმოჩნდა. მას ხელთ არანაირი დოკუმენტი არ აღმოაჩნდა, რითაც სახლის ჩუქების თაობაზე მასა და მის ნათესავს შორის დადებულ ხელშეკრულებას დაადასტურებდა. თავის უფლებების დასაცავად ლეილა ბ-მ ბათუმის სასამართლოს მიმართა. ის ნათესავისაგან ამ სახლზე მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებას ითხოვდა.

სამოქალაქო კოდექსის 619 მუხლის თანახმად, ნათხოვარ ქონებაზე მიმდინარე ხარჯების გაწევას მას კანონიც ავალდებულებდა, ხოლო რაც შეეხება დამატებით ხარჯებს - რამაც ხუთი ათას ლარამდე მიაღწია ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს თანხა მის მიერ სახლის 10 წლის განმავლობაში ფლობით არის კომპენსირებული.

ლეილა ბ-მ ბათუმის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გააპროტესტა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაიზიარა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოქალაქე ზოტო მ-მ ლეილა ბ-ს სახლი უსასყიდლოდ დაუთმო, ანუ მისთვის ქირის გადახდის ვალდებულება არ დაუკისრებია. შესაბამისად, არარსებული ვალდებულების სანაცვლოდ თანხის გაქვითვა შეუძლებელი იქნება, სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც შეცდომით ან შეგნებულად გასწია ხარჯები მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან თავის დანახარჯების ანაზღაურება მოითხოვოს იმ შემთხვევაში თუ ამის შედეგად მეორე პირი გამდიდრდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ლეილა ბ-ს მიერ გაწეული ხარჯების შედეგად, მოქალაქე ზოტო მ-ს ქონება გაიზარდა, ანუ სახლის გაყიდვით მან მნიშვნელოვნად იხეირა, შესაბამისად, მას ლეილა ბ-ს მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება დააკისრა. ამას დაემატა ლეილა ბ-ს მიერ სასამართლოში გაწეული დანახარჯების ანაზღაურებაც.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1393
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია