დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მემორიალის ფაშისტურ აფეთქებას ადამიანების სიცოცხლე და იმერეთის გუბერნატორის სკამი შეეწირა
2009/12/19 18:12:48

ქუთაისში „დიდების მემორიალის“ აფეთქების შედეგად დედა-შვილის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა.  გარდაცვლილი არიან 8 წლის ნინო ჯინჭარაძე და მისი დედა. 

დედა-შვილის გარდაცვალების ფაქტი  მთავარ პროკურატურაშიც დაადასტურეს. 

მთელი კვირა ვრცელდებიდა ინფორმაცია, რომ 21 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილი  თავის დაბადების დღეზე ქუთაისს ესტუმრებოდა და თავადვე მიიღებდა მონაწილეობას ქუთაისის „დიდების მემორიალის“ აფეთქებაში. 21 დეკემბერი სტალინის დაბადების დღეცაა და გარკვეული სიმბოლური დატვირტვით ეს აფეთქება თითქოსდა სტალინური ეპოქის დასასრულად აღიქმებოდა.

თუმცა, რატომღაც აფეთქების ფაქტი დაჩქარდა და იგი ფატალური შედეგით დამთავრდა.

„მოძრაობა სამართლიანი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, შოთა ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხვალ თბილისიდან ოპოზიციის ლიდერები ქუთაისში ჩასვლას და მემორიალისთვის ცოცხალი კედელის გაკეთებას აპირებდნენ. მისივე აზრით, ამიტომაც დააჩქარა ხელისუფლებამ მისი დემონტაჟი და, ნაცვლად 21 დეკემბრისა, დღეს ააფეთქა.

როგორც უბედური შემთხვევის თვითმხილველები ამბობენ, პოლიციის თანამშრომლები  მათ ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვებას სთხოვდნენ და ეუბნეოდნენ, რომ მეორე აფეთქებაც იყო მოსალოდნელი. თვითმხილველების ვარაუდით, ასეთ მოწოდებას პოლიციელები ბავშვის ცხედრის გადამალვის მიზეზით აკეთებდნენ. 

"დიდების მემორიალი" დემონტაჟის მიზნით, ქუთაისის მუნიციპალიტეტის დაკვეთით, სს "საქფეთქმრეწვმა" ააფეთქა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.  საწარმოს წარმომადგენლები დაკითხვაზე იმყოფებიან.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია.

ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ქალაქში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

P.S. ამ ტრაგიკულ ფაქტტან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა ვიზიტი დანიაში და სასწრაფოდ საქართველოში დაბრუნდა. როცა მომხდარის არსში გაერკვა, მხოლოდ ერთადერთი რამის გაკეთება შეძლო – თანამდებობიდან გაათავისუფლა იმერეთის გუბერნატორი, მისი სეხნია, მიხეილ ჩოგოვაძე, რომლის დაბადების დღეც, სხვათაშორის, ასევე 21 დეკემბერსაა. აბა, სხვა, მეტი რა შეეძლო ბატონ პრეზიდენტს, ის ღმერთი არაა, რომ სიცოცხლის დაბრუნება შეეძლოს უდანაშაულო ადამიანებისთვის, რომლებიც მსხვერპლად შეეწირენ მიშას კიდევ ერთ ახირებას...!

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2004
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია