დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გატაცება პერევში
2009/12/01 12:33:29

46 წლის მალხაზ მაკასარაშვილი საჩხერის რაიონის სოფელ პერევის საგუშაგოდან რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს. იგი ამ წუთამდე ცხინვალში, ოსური მხარის ტყვეობაში რჩება. მაკასარაშვილი საკუთარი ავტობუსით სოფელ ჯრიადან პერევის მიმართულებით მოძრაობდა, როცა დააკავეს. საჩხერის რაიონის გამგებელი ამ წუთებში საქართველოში არ იმყოფება, თუმცა მოსახლეობას საკრებულოს თავმჯდომარე შეხვდა და სიმშვიდისაკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, ეს მორიგი პროვოკაციაა რუსული მხრიდან, რათა ვითარება დაიძაბოს. ოსებს და ქართველებს კი გასაყოფი არაფერი აქვთ. სოფელ ჯრიის მოსახლეობამ გუშინ გზა გადაკეტა. ისინი დაკავებულს განთავისუფლებას და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარევას ითხოვენ. მოსახლეობა აცხადებს, რომ სანამ მაკასარაშვილი იჯახს არ დაუბრუნდება, ისინი პროტესტს არ შეწყვეტენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2056
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია