დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზვიად ხუჯაძე გიზო თავაძისაგან ბოდიშს ითხოვს
2009/11/30 11:56:07

ჟურნალისტმა ზვიად ხუჯაძემ 26 ნოემბერს პრესკონფერენცია სახალხო დამცველის ოფისში გამართა. მიზეზი „ახალ გაზეთში“ გამოქვეყნებული ქუთაისის საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ ხელმოწერილი წერილი - „ცუდას რად უნდა მტერობა“ - გახლდათ.

წერილის ერთ ნაწილში კულტურის სამსახურის უფროსის გიზო თავაძის ღვაწლზეა საუბარი, მეორე ნაწილში ჟურნალისტ ზვიად ხუჯაძისა და საჯარო მოხელის, გიზო თავაძის შერიგებას ითხოვენ. წერილს ხელს აწერენ: რეზო ჭეიშვილი, ელგუჯა თავბერიძე, გია ხოფერია, ირაკლი ცირეკიძე და სხვა ცნობილი სახელები. „არავის აქვს პრეტენზია შერიგებასთან დაკავშირებით, თუმცა, მე მოვითხოვ, რომ გიზო თავაძემ ყველა ამ ადამიანის წინაშე, რომლებიც წერილს ხელს აწერენ, აღიაროს და მოყვეს, რა მოხდა მაისში, წყალტუბოს გზაზე. მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები წერილის სხვადასხვა პუნქტებს აწერდნენ ხელს. ერთი ნაწილი - მის „ღვაწლზე“, მეორე - ჩვენს შერიგებაზე. დაბეჭდვამდე არსებობდა ამ წერილის რამდენიმე ვარიანტი, ერთ-ერთში საუბარი იყო იმაზეც, რომ ჩვენს ურთიერთობაში ეკლესიაც ჩარეული-ყო. რა თქმა უნდა, არც ამაზე მაქვს პერეტენზია. მთავარია, მან აღიაროს თავისი საქციელი ამ საზოგადოების წინაშე, თან, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, მას თავად დაჰქონდა ეს წერილი ხელმოსაწერად. დღესაც დამიკავშირდნენ და მთხოვეს, მას შევხვედროდი. შევთავაზე, გიზო თავაძე მოსულიყო ამ პრესკონფერენციაზე, მაგრამ, როგორც ხედავთ, არ მობრძანდა.“

ზვიად ხუჯაძემ ჟურნალისტებს გამოძიების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. მაისში დაწყებული გამოძიება დღემდე არ დასრულებულა და საქმისთვის კვალიფიკაციის მინიჭების პროცესი, ჯერჯერობით, არაფერია. მე შევხვდი წინა სახალხო დამცველს და აუცილებლად შევხვდები ახალ სახალხო დამცველსაც. საქმის კურსში ჩავაყენებ პარლამენტში უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარეს. მაგრამ თუ გიზო თავაძე აღიარებს, ბოდიშს მოიხდის, მე ვწყვეტ ყველაფერს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საქმე აუცილებლად გაგრძელდება,“ - განაცხადა ზვიად ხუჯაძემ.

„ახალ გაზეთში“ კომერციულ ფართზე გამოქვეყნებულ წერილში საუბარია იმაზეც, რომ ჟურნალისტთა ერთი ჯგუფი, იმით, რომ კულტურის სამსახურის ფინანსურ დანახარჯებს ამოწმებენ და აქვეყნებენ, ხელს უშლის კულტურის განვითარებას.

„იმედი მაქვს, ამ „ჯგუფს“, რომელშიც ჯერჯერობით სამი ჟურნალისტია - მე, ქალბატონი მედეა ჩოგოვაძე და ნანა თვალაბეიშვილი, შემოუერთდებიან სხვა დანარჩენებიც და მხარში დავუდგებით ერთმანეთს სიტყვის თავისუფლების გამოხატვაში,“ - აღნიშნა ზვიად ხუჯაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2141
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია