დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამარშრუტო ხაზები მერის სიმპათიებით დაარიგეს
2009/11/30 11:50:51

შპს „საზიდარის“ დირექტორი მამუკა ნიკოლაიშვილი ქუთაისის მერიის 2009 წლის 19 ოქტომბრის 1665- ბრძანების გაუქმებას უკვე სასამართლოს გზით ითხოვს. ამ ბრძანების საფუძველზე, „საზიდარს“ ნომერ 31, 40, 41, 44, 48, 51 და 53 მარშრუტებზე მუშაობის ნებართვა აღარ აქვს. ოფიციალური მიზეზი ისაა, რომ ბაზას არ გააჩნია კანონით განსაზღვრული წინასარეისო ტექნიკური დათვალიერებისა და მძღოლთა სამედიცინო შემოწმების საშუალებები. მამუკა ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ ეს აბსურდული მიზეზია და ნებართვები პირადი სიმპათიებისა და ლობირების პრინციპით გაიცა.

 

მამუკა ნიკოლაიშვილი: „გადით ნებისმიერ დროს და ნახეთ, რომელიმე ბაზის მძღოლებს დილაობით თუ ამოწმებს ექიმი, ან ტექნიკური დათვალიერება თუ უტარდება ტრანსპორტს.“

2009 წლის 10 სექტემბერს გამოცხადდა განცხადებების მიღება ქუთაისში სამგზავრო გადაყვანის ნებართვებზე. შპს „საზიდარმა“ ნებართვის მოსაპოვებლად განცხადება 22 სექტემბერს შეიტანა, 30 სექტემბერს დამტკიცდა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და ბაზების შემოწმების გრაფიკი. გრაფიკის მიხედვით, „საზიდარი“ 6 ოქტომბერს შეამოწმეს. უფრო სწორად, შეამოწმეს „თეგეტა მოტორსი ქუთაისი“, რომელთანაც შპს „საზიდარს“ აქვს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება.  

მერიამ აღმოაჩინა, რომ ამ ფირმას წინასარეისო დათვალიერებისა და მძღოლთა სამედიცინო შემოწმების საშუალებები არ გააჩნდა. რადგანაც ეს ფაქტი ქუთაისში ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისა და მომსახურების წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტს ეწინააღმდეგება, „საზიდარს“ ნებართვა არ მისცეს, აღნიშნულ ხაზებზე მუშაობა გაეგრძელებინა.

მამუკა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ „თეგეტა მოტორსი ქუთაისი“, ხელშეკრულების თანახმად, არ არის ვალდებული, მოახდინოს წინასარეისო და სამედიცინო შემოწმებები. მერიას არა ამ ფირმის, არამედ - „საზიდარის“ ბაზა უნდა შეემოწმებინა.

„საზიდარს“ რომ მძღოლთა შემოწმება და მანქანათა ტექნიკური დათვალიერება შეუძლია, ამის დამტკიცება ექიმის, დისპეტჩერის, მექანიკოსის და ახალი მენეჯერის დანიშვნის ბრძანებების წარმოდგენით შუძლია. თუმცა, მისი დირექტორი ამბობს, რომ ეს ყველაფერი მერიას მათთვის არ მოუთხოვია და, საერთოდ, მათ საქმიანი კონტაქტი არა „საზიდართან“, არამედ - „თეგეტა მოტორსი ქუთაისთან“ დაამყარეს. თან ადმინისტრაციულ წარმოებაში საერთოდ არ ყოფილა ჩართული „საზიდარის“ ხელმძღვანელობა, არადა კანონის თანახმად, ამის უფლება მათ ჰქონდათ.

მამუკა ნიკოლაიშვილი სანამ სასამართლოში შეიტანდა სარჩელს, მანამდე მერის ბრძანება მის ზემდგომში, ქუთაისის საკრებულოში გაასაჩივრა. ადმინისტრაციულ სარჩელზე არსებობს საკრებულოს იურიდიული სამსახურის ვრცელი დასკვნა. სადაც წერია, რომ მერიას ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს და ქუთაისის მერს არ დაურღვევიათ  „ქ. ქუთაისში ადგილობრივი საქალაქო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემისა და მომსახურების წესით“ დადგენილი მოთხოვნები. არც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსია დარღვეული.“ შესაბამისად, ნიკოლაიშვილის ადმინისტრაციული საჩივარი საკრებულომ უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა.

მამუკა ნიკოლაიშვილი: ეს ერთგვარი ფორმალობა იყო. ისედაც ვიცოდით, რომ უარს გვეტყოდნენ. საქმე სასამართლოში გაგრძელდება. ვერ ვიტყვი, კონკრეტულად ვინ ვის უწევდა ლობირებას, მაგრამ ფაქტია, რომ ხაზები ლობირებით გადანაწილდა.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2012
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია