საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რა უნდა რუსეთს?
2009/10/06 16:22:34

„დოკუმენტი საკმაოდ მკაფიოდ ადანაშაულებს ორივე მხარეს, რომ მათ დაარღვიეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი. ამ საკითხზე ორივე ხელისუფლება დუმს. მე მგონი, ეს ის დუმილია, რომელიც თანხმობის ნიშანია,“ - აცხადებს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ტალიავინის კომისიის დასკვნის შესახებ, რომელზეც საზოგადოება ჯერ კიდევ მსჯელობს. თუმცა, რუსეთი ათწლეულების მანძილზე საქართველოსთან დაპირისპირების მიზეზს ეძებდა. სოსო ცისკარიშვილის თქმით: „რუსეთისთვის მიუღებელი იყო საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა, შემდეგ რუსეთის გვერდის ავლით ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, და მესამე მიზეზი, რომელიც ასევე ღიად სახელდებოდა – რუსეთისთვის მიუღებელი იყო საქართველოს პრეზიდენტის პერსონა. თუმცა, როდესაც მოსკოვმა უფლებამოსილება აჰყარა თბილისს, კონტროლი გაეგრძელებინა სოხუმზე და ცხინვალზე (1992-93 წლებში),  ეს მათ მიერ დასახელებული მიზეზები ბუნებაში არ არსებობდა.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1470
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია