დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტრანსპორტის დათვალიერება დაიწყო
2009/10/05 16:11:01

2 ოქტომბერს  კომპანია „თეგეტა მოტორსის“ ტერიტორიაზე საქალაქო ხაზზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება დაიწყო.

დათვალიერება 10 დღეს გაგრძელდება და საბოლოო შეფასების შემდეგ სატრანსპორტო საშუალებები სანებართვო მოწმობებს მიიღებენ. მოწმობების მოქმედების ვადა 5 წლიანია.

დათვალიერება სამ ეტაპად მიმდინარებს. პირველ დღეს შპს. „საზიდარის“ სამარშრუტო ავტობუესები დაათვალიერეს, მეორე ეტაპზე  თერთმეტ ხაზზე  მომუშავე სხვა სატრანსპორტო საშუალებებს შეამოწმებენ, ბოლოს კი -ავტობუსებს. დათვალიერებაში ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ექვსი თანამშრომელი მონაწილებს.

მეტი გამჭვირვალობისთვის დათვალიერებაზე არასამთავრობო სექტორი და მედიაც მიიწვიეს, თუმცა მიპატიჟებული ახალგაზრდა ეკონომისტთა და იურისტთა ასოციაციის ფუნქციები გაურკვეველი დარჩა. ტრანსპორტის სამსახური მათ ფუნქციის დაზუსტებას უახლოესი დღეებისთვის დაჰპირდა.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა ვიტალი ბოჭორიშვილმა შეფასების მთავარ კრიტერიუმად ავტომობილების გამოშვების წელი, მათი სიახლე,  სავარძლების განლაგება,  მდგომარეობა, სიმაღლე, საკეტების მდგომარეობა დაასახელა.

დათვალიერების პროცესის დაწყება ქუთაისელი მძღოლების უმეტესობამ გააპროტესტა. ისინი ხელისუფლებას მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ. ქალაქის მერი კი აცხადებს, რომ ხელისუფლება დათმობაზე არ წავა  და ქალაქში ტრანსპორტის მგომარეობას გააუმჯობესებს... 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2160
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია