საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საია საშვების წინააღმდეგ
2009/09/24 17:05:22

ქუთაისის მერიაში მოქალაქეთა შესვლაზე დაწესებულ საშვთა სისტემას ახალგაზრდა იურისტთა  ასოციაციის ქუთაისის ფილიალი აპროტესტებს.  მათი სარჩელი პრეცენდენტულია, „საია“  მოქალაქე ციცინო ფუტკარაძის ინტერესებს იცავს. ის კი ქალაქის მერის იმ განკარგულების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც  ქუთაისის მერიაში საშვთა სისტემა დაინერგა.

ამ საქმემ რამდენიმე ინსტანცია უკვე მოიარა და სააპელაციო სასამართლომდე მიაღწია, სადაც პროცესი 1 ოქტომბერსაა დანიშნული. 

„საიაში“ თვლიან, რომ  ქალაქის მერის შესაბამისი განკარგულება ორი მიზეზით უნდა გაუქმდეს: პირველ რიგში არასრულყოფილი ნორმატიული აქტია სამართლებრივი თვალსაზრისით, მეორეს მხრივ კი ის ზედმეტ ბარიერს უქმნის მოქალეებს დაწესებულებაში შესასვლელად.  

ადმინისტრაციულ შენობაში კი მერიის გარდა  ქუთაისის საკრებულო, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროცაა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1551
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია