დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სატრანსპორტო რეფორმა 3 წლით გადაიდო
2009/09/02 11:38:23

ქუთაისის სამგზავრო-სატრანსპორტო სქემის რეფორმა ნაწილობრივ  შეჩერდა და მისი სრულად განხორციელება 2012 წლისათვის გადაიდო.

სატრანსპორტო სამსახურის მიერ ერთი თვის წინ გაკეთებული პრინციპული განცხადება, რომ მიკროავტობუსებს ავტობუსები ჩაანაცვლებდა, მძღოლების საპროტესტო აქციის შემდეგ შეიცვალა.

გაერთიანებულ პროფკავშირებსა და ქალაქის თვითმმართველობას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე მარშრუტების რაოდენობა მხოლოდ 20 ერთეულით შემცირდება. თუ ყოველდღიურად ტენდერამდე 180-185 მიკროავტობუსი დადიოდა ქალაქში, კონკურსის შემდეგ 160-165 გადაადგილდება. ავტობუსების რაოდენობის გაზრდა 75-80-დან 160-165-მდეა ნავარაუდევი.

სატრანსპორტო სამსახურის უფროსი ვიტალი ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ტექნიკურად გამართული სატრანსპორტო საშუალებების გამოსავლენი კონკურსი სექტემბრის ბოლოსთვის ჩატარდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2049
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია