დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კონსერვატორები „სეწმეკის“ წინააღმდეგ
2009/07/23 16:48:23

კონსერვატიული პარტიის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე  გოჩა ბაძგარაძე ელექტროენერგიის საფასურის გადახდის მექანიზმს აპროტესტებს. „ჩვენ ვქმნით გადახდის უფრო კომფორტულ პირობებს და ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ ჩვენი ურთიერთობები აბონენტებთან,“ – „ენერგოპროს“ ეს დაპირება, მისი თქმით, რეალობას მოკლებულია.

კონსერვატორების განცხადებით კი, „სეწმეკის“ დადგენილება მომხმარებელთა უფლებების პირდაპირი დარღვევაა.

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის („სეწმეკი“) 2008 წლის 18 სექტემბრის №20   დადგენილების  მიხედვით, თუ 12-თვიანი პერიოდის  განმავლობაში სამჯერ ან მეტჯერ ვადაგადაცილებით მოხდება მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა, მომხმარებელი ვალდებულია,  მიმდინარე დავალიანების დაფარვასთან ერთად, დეპოზიტზე შეიტანოს თანხა წინსწრებით.

„ისედაც გაჭირვებულ მოქალაქეს, საშუალება რომ ჰქონდეს, დროზეც გადაიხდიდა, დეპოზიტზე წინასწარ თანხის განთავსებას კი ბევრი ვერ შეძლებს,“ – აცხადებს ბაძგარაძე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2525
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია