დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალგაზრდები პარლამენტთან შიმშილობენ
2009/07/20 09:04:45

19 ივლისს სალომე ზურაბიშვილის პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა პარლამენტის სამივე შესასვლელ კართან შიმშილობა დაიწყეს. 150-მდე ახალგაზრდა პრეზიდენტის პარლამენტში მისვლას აპროტესტებს და შიმშილობის შეწყვეტას პრეზიდენტის გადადგომამდე არ აპირებს. პარლამენტთან სასწრაფო დახმარების ერთი მანქანაა მობილიზებული, რათა მოშიმშილეების ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევვაში პირველადი დახმარება დროულად აღმოუჩინონ. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით კი, პარლამენტის შენობასთან უფრო მეტი ხალხის მოსვლაა საჭირო, რათა თავად პრეზიდენტმა დაინახოს ხალხის პროტესტი. მან მიტინგზე შეკრებილ მოსახლეობას ლევან გაჩეჩილაძის მოკითხვა გადასცა, რომელიც საქმიანი ვიზიტით საზღვარგარეთ იმყოფება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2322
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია