დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ავარიის მიზეზებს გამოძიება დაადგენს
2009/07/14 09:59:23

ნაქერალას უღელტეხილზე მომხდარი ავარიის შედეგად დაზარალებული 23 ბავშვი 14 ივლისს ჯანდაცვის მინისტრმა ლადო კვიტაშვილმა და ქალაქ თბილისის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ მოინახულა. ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის გენერალური დირექტორის, კახა ნურალიძის თქმით, ამ დროისთვის დაღუპულია 3 მოზარდი, საავადმყოფოში 11 ბავშვი რჩება. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 9 ბავშვი თბილისში რამდენიმე საათის წინ გადაიყვანეს, რადგან მათი მდგომარეობა შედარებით მსუბუქი იყო. ასევე შედარებით მსუბუქია თავად ავტობუსის მძღოლის მდგომარეობაც, რომელიც უკვე სახლში მკურნალობს.

დაზარალებული ბავშვები თბილისელები არიან, რომლებიც შაორის ტბაზე მდებარე პატრიოტთა ბანაკში დასასვენებლად მიდიოდნენ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ავარიის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2107
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია