დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი პარლამენტში
2011/02/08 18:18:56

7 თებერვალს  მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაცია ესტუმრა საქართველოს. მართლმადიდებლურმა დელეგაციამ შეხვედრა საქართველოს პარლამენტის წევრებთან ხათუნა გოგორიშვილთან და გიორგი გოგუაძესთან გამართეს. მათ სტუმრებს მოკლედ მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს მთავრობასა და ეკლესიას შორის არსებული ურთიერთობების შესახებ. მოგვიანებით დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს ესტუმრა და პარლამენტიც დაათვალიერა. საპარლამენტთაშორისო დელეგაციის ვიზიტი სამდღიანია. მცხეთისა და სხვა კულტურული ძეგლების დათვალიერების შემდეგ ისინი  საქართველოს  9 თებერვალს დატოვებენ.  


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1449
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია