დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დევნილი ოჯახები სექტემბერში დაბინავდებიან
2009/07/14 09:09:13

ქუთაისში აფხაზეთიდან დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების გარემონტება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე რეაბილიტაცია 8 შენობას უტარდება, სადაც 321 საცხოვრებელი ბინა შეკეთდება. აღნიშნული ბინები ქუთაისში მცხოვრებ დევნილებს სახელმწიფოს მიერ კერძო საკუთრებაში გადაეცემათ. სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანიები აწარმოებენ.

საცხოვრებელი სახლები აფხაზეთიდან დევნილი ოჯახებისთვის ქუთაისში მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით რემონტდება. ოფიციალური ინფორმაციით,  პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები სექტემბერში დასრულდება. პროექტის მეორე ეტაპი 2010 წელს დაიწყება. მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში საცხოვრებელ ფართს ქუთაისში ორგანიზებულ თუ კერძო სექტორში მცხოვრები ყველა დევნილი მიიღებს. რეაბილიტირებულ შენობებში 1 200 იძულებით გადაადგილებული ოჯახი ჩასახლდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2239
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია