დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტრაგედია ნაქერალაზე
2009/07/14 05:43:54

უბედური შემთხვევა 13 ივლისს, დღის 5 საათზე მოხდა. ავტობუსი, რომელსაც შაორის ტბაზე მდებარე პატრიოტთა ბანაკში ბავშვები გადაჰყავდა, 40 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავტობუსში მყოფი 25 მოზარდიდან 2 ადგილზე გარდაიცვალა.

კიდევ ერთი მოზარდი ხატია კავთიაშვილი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებებით მოათავსეს. მოზარდს ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა, თუმცა სხვა მრავლობითი ტრავმების გამო მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

დაღუპული მოზარდების ოჯახებს საქართველოს პრეზიდენტმა მიუსამძიმრა. გარდაცვლილთა დაკრძალვისა და დაშავებულთა მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

ოპერაცია ქუთაისში კიდევ ორ მოზარდს გაუკეთდა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ტყიბულის საავადმყოფოდან 23 დაშავებული ქუთაისში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შემთხვევის ადგილზე - ნაქერალას უღელტეხილზე გადავარდნილი ავტობუსის ამოსაყვანად სამუშაოები გრძელდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1970
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია