დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეროვნული გამოცდები - 5
2009/07/06 05:21:06

2009 წლის ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა სტარტი     2 ივლისს  ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით აიღო.

 

საქართველოს 12 ქალაქში განთავსებულ 14 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტთა რეგისტრაცია  დილის 8 საათზე დაიწყო. საგამოცდო ტესტები ცენტრებში აბიტურიენტთა რეგისტრაციის დაწყებამდე ერთი საათით ადრე გადაიტანეს . 2009 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 28 948 აბიტურიენტია რეგისტრირებული. მათგან სტუდენტი 27 624 გახდება, აქედან                         25 054 ბაკალავრიატის, 2570 - უმაღლესი პროფესიული პროგრამების. ერთიანი ეროვნული გამოცდები ტარდება შემდეგ ქალაქებში: სიღნაღი, თელავი, რუსთავი, თბილისი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი, ხულო. საგამოცდო პროცესში ჩართულია 1 100 მეთვალყურე და კურატორი, უშიშროების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის 30-მდე ბრიგადა. ყველა საგამოცდო ცენტრში განთავსებულია სამედიცინო პუნქტი, ცენტრთან კი მორიგეობს სასწრაფო დახმარების  მანქანა.

2005 წლიდან დღემდე აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში 69 787 სტუდენტი ჩაირიცხა  ერთიანი ეროვნული გამოცდებით, რეგისტრაციის პროცესი 5 თებერვალს დაიწ-ყო და 20 მარტს დასრულდა. არჩევანის გაკეთება აბიტურიენტებს სწორედ ამ პრიოდში შეეძლოთ. 2009 წლის ეროვნულ გამოცდებს სიახლეებიც ახლავს თან, პირველ რიგში - უცხოური ენის გამოცდასთან დაკავშირებით: იმ ფაქტმა, რომ წელს უმაღლეს სასწავლებლებს უცხოური ენის არჩევის საშუალება მიეცათ, აბიტურიენტები საკმაოდ შეაშფოთა. თუმცა, ამ შესაძლებლობით მხოლოდ სამმა უმაღლესმა სასწავლებელმა ისარგებლა (მათ ფაკულტეტებზე სწავლება ინგლისურ ან გერმანულ ენებზე მიმდინარეობს), დანარჩენი სასწავლებლების ფაკულტეტების მითითებისას კი აბიტურიენტებმა კვლავ თავად აირჩიეს უცხო ენა.
ცვლილება საბუნებისმეტყველო ტესტის ფორმატთან დაკავშირებითაცაა. ტესტი შედგება ორი - ინტეგრირებული და საგნობრივი - ნაწილებისგან. წელს უმაღლეს სასწავლებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა, საგნობრივი ნაწილის მიხედვით აერჩიათ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ტესტი. მაგალითად, სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტმა აირჩია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ტესტი საგნობრივი ნაწილით - ბიოლოგია, ფარმაციის ფაკულტეტმა კი - საგნობრივი ნაწილით - ქიმია. თუ ფაკულტეტი არ უთითებს ტესტს კონკრეტული საგნობრივი ნაწილის მიხედვით, აბიტურიენტი თავად აირჩევს, რომელი საგნობრივი ნაწილით (ან ნაწილებით) სურს ტესტის ჩაბარება. იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც ტესტს სხვადასხვა საგნობრივი ნაწილებით მიუთითეს, საგამოცდო დრო დაემატებათ. წელს მინიმალური კომპეტენციის ზღვარიც გაიზარდა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრა 25 ქულით ყველა გამოცდისათვის, გარდა უცხოური ენებისა (აბიტურიენტმა უნდა მიიღოს 26 ქულა, რომ გააგრძელოს კონკურსში მონაწილეობა) და 20 ქულით უცხოური ენებისათვის (აბიტურიენტმა უნდა მიიღოს 21 ქულა, რომ გადალახოს ზღვარი). 4 წლის მონაცემების ანალიზმა ცხად-ჰყო, რომ იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებიც 26 ქულაზე ნაკლებს იღებდნენ, უმნიშვნელოდ განსხვავდებოდა ჩაჭრილების რაოდენობისგან, ანუ სტატისტიკურმა მაჩვენებლებმა ცხადად დაგვანახა, სად გადიოდა რეალური ზღვარი. ეს იყო მინიმალური კომპეტენციის ზღვრის შეცვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. სახელმწიფო დაფინანსების გაცემის წესი არ შეცვლილა. სახელმწიფო გრანტი წელსაც ზოგადი უნარების გამოცდის შედეგების მიხედვით გაიცემა და დაფინანსება კვლავ იქნება სრული და ნაწილობრივი. ტესტები წელს, როგორც ეროვნული გამოცდების ცენტრში აცხადებენ, საშუალო სირთულის იქნება. ისევე - როგორც წინა წლებში. ტესტური დავალებების ნიმუშებისა და საგამოცდო პროგრამების გაცნობა აბიტურიენტებს წინასწარ შეეძლოთ კრებულის  -     „როგორ მოვემზადოთ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის“ - მეშვეობით, იგი ყოველწლიურად გამოდის და აბიტურიენტებისათვის მნიშვნელოვან რჩევებსა და რეკომენდაციებსაც შეიცავს.

საგამოცდო ციებ-ცხელება თითქმის ერთი თვე გაგრძელდება. საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ყველაფერი მშვიდად და კარგად დასრულდება. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2219
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია