დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მაგისტრობა 5500 სტუდენტს სურს
2009/07/06 05:10:27

ერთიანი ეროვნული გამოცდები, უკვე წლებია, მეტ-ნაკლები წარმატებით მიმდინარეობს საქართველოში. თუმცა, წელს პირველად ჩატარდება საერთო სამაგისტრო გამოცდები და პირველად დააფინანსებს სახელმწიფო მაგისტრატურაში სწავლას. რამდენად დიდია მაგისტრატურაში ჩაბარების მსურველთა რიცხვი და რა არის საჭირო, რათა გამოცდებში მონაწილეობა მიიღოთ,  ამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელს მაია მიმინოშვილს ვესაუბრეთ.

- ქალბატონო მაია, რამდენად დიდია კონკურსი სამაგისტრო გამოცდებში, რამდენ სტუდენტს ექნება საშუალება, რომ ჩააბაროს მაგისტრატურაში?

- ადგილების რაოდენობა საკმაოა. მინდა გითხრათ, რომ აპლიკანტების რაოდენობას სჭარბობს. ამ შემთხვევაში, ის, რაც გამოაცხადეს უმაღლესმა სასწავლებლებმა, ბუნებრივია, საკმარისი იქნება. სულ 5500 ადამიანმა შეიტანა განაცხადი, რომ სურთ მაგისტრატურაში ჩაბარება და მან, ვინც აპირებს უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე სწავლის გაგრძელებას, აუცილებლად უნდა გაიაროს საერთო სამაგისტრო გამოცდები. ანუ ეს არის აუცილებელი გამოცდა უნარ-ჩვევებში, მაგრამ - არასაკმარისი, მათ უნდა ჩააბარონ გამოცდა თავიანთ სპეციალობებშიც. აქ არის დაწესებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, გამოცდის ტესტი შედგება ოთხი ნაწილისაგან და, ვინც აბარებს, უნდა გადალახოს თითოეული ნაწილში მაქსიმალური ქულის ოცდაათი პროცენტი მაინც, რათა გამოცდა ჩაეთვალოს ჩაბარებულად. ის, ვისაც მესამე საფეხურზე არ ექნება ეს ოცდაათი პროცენტი, აღარ გადავა მეოთხე საფეხურზე და, ბუნებრივია, საერთო კონკურსს გამოაკლდება.

- დაფინანსებას რამდენი მიიღებს?

- დაფინანსებას მიიღებს დახლო-ებით  1000  სტუდენტი.  მაგალითად, წელს მხოლოდ 4 ათასი ბავშვი სწავლობს მაგისტრატურაში და თუ ამ წელსაც დაახლოებით იმავე რაოდენობის მაგისტრები გვეყოლება, დამეთანხმებით, უკვე დიდია რაოდენობა იმ ახალგაზრდებისა, ვისაც სახელმწიფო დააფინანსებს. მითუმეტეს, რომ ხდება მთლიანი დაფინანსება და არა -  ნაწილობრივი ანუ პროცენტული, როგორც ეს ბაკალავრის სტუდენტობის მსურველთათვისაა.

- ვის ექნება საშუალება, რომ მიიღოს მონაწილეობა სამაგისტრო პროგრამებში?

- ექნება ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვს ბაკალავრის დიპლომი, ასაკს არ აქვს მნიშვნელობა. აუცილებლია, აკრედიტებული უნივერსიტეტის თუ ინსტიტუტის ბაკალავრის ხარისხი ჰქონდეს.

- ბაკალავრის სტუდენტებს მიეცათ საშუალება, რომ გადაებარებინათ საგნები, მაგისტრანტებს თუ მიეცემათ ამის საშუალება?

- ისე, როგორც ბაკალავრის შემთხვევაში, აქაც გვაქვს ეს საშუალება. ბუნებრივია - მაგისტრებსაც ექნებათ, თუმცა, აქ ერთი განსხვავებაცაა. მაგისტრებს, განსხვავებით ბაკალავრებისაგან, საშუალება ეძლევათ, შეინახონ სამი წლის განმავლობაში თავიანთი ქულა და გამოი-ყენონ მაშინ, როცა მათთვის უფრო მოსახერხებელი იქნება. ასეც შეეძლებათ, რომ, მაგალითად, წელს ჩააბარა უნარებში და ვეღარ მოახერხა სპეციალობის ჩაბარება ხომ, მას ექნება საშუალება, შემდეგ წელს გააგრძელოს გამოცდები.

- საბაკალავრო გამოცდებზე რას გვეტყვით, რამდენად დიდია კონკურსი?

- ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი გახდება სტუდენტი, თუმცა მოგახსენებთ საკონკურსო ადგილების რაოდენობას და ასე შეგიძლიათ განსაზღვროთ: დაახლოებით 27 ათასამდე ადგილია უმაღლეს სასწავლებლებში და შემოტანილია დაახლოებით 29200 განაცხადი. ძნელია კონკურსის განსაზღვრა. მაგალითად, ბიზნესზე, სამართალზე, ჟურნალისტიკაზე ძალიან დიდია კონკურსი, მაგრამ არის ისეთი ფაკულტეტები, სადაც ადგილები უფრო მეტია, ვიდრე განაცხადი.

- ქალბატონო მაია, წელს კიდევ  გაიზარდა სწავლის გადასახადი სტუდენტებისთვის. ხომ არ იგეგმება იმ სტუდენტების რაიოდენობის გაზრდა, ვინც გრანტს მიიღებს?

- სახელმწიფომ უფრო მეტი თანხა გამოყო წელს, ვიდრე შარშან, სწორედ იმიტომ, რომ სწავლების საფასური გაიზარდა. წელსაც, დაახლოებით, ცხრა ათასი სტუდენტი დაფინანსდება. უფრო გაიზრდება თუ არა, მე არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია.

ნათია დავლაშერიძე 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2136
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია