დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გრილი ოთახები
2009/07/02 08:56:43

რუბრიკის ავტორი

შორენა ტძეშელაშვილი

ზაფხული რამდენიმე მიზეზის გამო არ მიყვარს 1) ხელებზე და ფეხებზე ვენები მებერება და მერე აღარ ვიცი, როგორ დავმალო ორთავე, 2) ვერ ვიცმევ კეტებს; 3) ვერ ვპოულობ ჩემს „კუნძულს“, სადაც გრილად „დავკუნძულდები“ და 4) მიჭირს სიცხით გაღიზიანებულ ხალხთან კონტაქტი... ამიტომ, სულ სიგრილის ძიებაში ვარ... გრილი ოთახების ძიებაში, ოთახიდან ოთახში გადავდივარ. ძალიან დაცხა, და ეს პრობლემაც თითოეულ თქვენგანისთვის გახდა პრობლემატური... ჩემს შემთხვევაში მაღალი ტემპერატურის შეგრძნებასთან ერთად, საზაფხულო ენთუზიაზმის მომატება აღინიშნება. ერთხელ დავფიქრდი, თუ სად იყო ყველაზე გრილი ოთახები, სადაც ძალიან გრილად გვისაუბრია და თან ცხელი ყავაც დაგვილევია.

გადავწყვიტე, ახლა სწორედ ამ გრილი ოთახების მეპატრონეები გაგაცნოთ... ჯერჯერობით ცხელა... და მეც ვცდილობ, რამე ოპტიმალური ხერხი გამოვძებნო თქვენთან საურთიერთოდ. რუბრიკაში „გრილი ოთახები“ ბევრ საინტერესო ადამიანს შეხვდებით და გაგიჩნდებათ სურვილი, თქვენი გრილი ოთახის სტუმარი გავხდე. ამისთვის შეგიძლიათ, დამეკონტაქტოთ ინტერნეტის მეშვეობით და გამომიგზავნოთ თქვენი აზრები griliotaxi@ yahoo.com-ზე.

კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო ჩანაფიქრი მაქვს, რომელსაც თანდათან გაგიმხელთ... მანამდე კი „უკონდენციონერო“, მაგრამ მაინც გრილ ოთახებს ვსტუმრობ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2047
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია