საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პატრიარქის მღვდელმონაზვნობის 50 წლისთავი აღინიშნა
2009/07/02 08:34:25

წელს სრულიად საქართველოს მოსახლეობა უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მღვდელმონაზვნობის 50 წლისთავს აღნიშნავს. ეს ღირსშესანიშნავი თარიღი პატრიარქს ქუთაისმაც მიულოცა. ამასთან დაკავშირებით 23 ივნისს ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში რიგი ღონისძიებები გაიმართა.

უწმინდესის პორტრეტების გამოფენასთან ერთად, მოეწყო მასზე შექმნილი ფილმის „შეხვედრები პატრიარქთან“ ჩვენება. ასევე, წარმოდგენილი იყო უწმინდესის მიერ შექმნილი საგალობლები, რომელსაც ანსამბლი „ადილა“ასრულებდა მაიზერ გაზდელიანის ხელმძღვანელობით.

„ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია, იგი თბილისში აღინიშნა საპატრიარქოსა და სამების ტაძარში და ქუთაისელებს არ გვქონდა უფლება, არ გამოვხმაურებოდით. ეს არის ჩვენი მოკრძალებული მილოცვა უწმინდესისადმი, იგი ჩვენი ერის სულიერი მამაა და დღევანდელი საქართველოს პოლიტიკური, სულიერი, ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, მოვალენი ვართ, პატივი მივაგოთ მას -  ადამიანს, რომელიც წყვეტს ამ წუთში საქართველოს ბედს“, - აღნიშნა „P.S.“-თან საუბარში მწერალმა და ჟურნალისტმა ელისო ქაროსანიძემ.

მოეწყო უწმინდესის მღვდელ-მონაზვნობის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ჟურნალ „ამბიონის“ ახალი ნომრის პრეზენტაციაც, რომელშიც ილია მეორის ბიოგრაფიულ მასალებთან ერთად, მრავალი საინტერესო რუბრიკაა წარმოდგენილი: მეცნიერება, კულტურა, განათლება... მთავარი ადგილი, რა თქმა უნდა, რელიგიას უჭირავს.

„ვულოცავ უწმინდესს ამ თარიღს და ჟურნალის გამოცემის მხარდაჭერისათვის უღრმეს მადლობას ვუხდი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს გიორგი ონიანს. ღონისძიებების ორგანიზებაში თანადგომისათვის კი - ახალგაზრდობის საქმეთა ქუთაისის საქალაქო განყოფილებას და მის ხელმძღვანელს ხათუნა ცანავას“, - გვითხრა ეკლესიასთან არსებული სრულიად საქართველოს საზოგადოება „ენა, მამული, სარწმუნოების“ იმერეთის რეგიონული განყოფილების თავმჯდომარემ, „ამბიონის“ რედაქტორმა შალვა კამლაძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1382
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია