საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ესაა ამგენის განათლების რეფორმა?!
2009/07/01 10:11:49

მოკლედ, რო კითხო ჩვენ მთავრობას, საათივით აქვს აწყობილი საქმე, განსაკუთრებით - განათლების სისტემაში. ამ გაგანია ივნისში სწავლა რო არის ოფიციალურად, კი იცით, მარა - ვაი ამნაირ სწავლას! სკოლაში ბოვშები არ დეიარებიან, დაბორიალობენ ამ თავიდან იმ თავში და დაღოწიალობენ აღმა-დაღმა. 

შვილიშვილი მყავს, კაი ბიჭია, არ ვენდურით, მარა ამ ბოლო დროს, რაცხა, სკოლაში წასვლა არ უნდა, წელს ითრევს, იძახის, არავინ არ დადის სკოლაში, მასწავლებლებიც გვეუბნებიან, რას დადიხართ, სახლში ვერ დეეტევითო?! მარა, ჩვენ მაინც, მთელი ოჯახი დილაუთენია წამოვაგდებთ ხოლმე ბოვშს ფეხზე. გუშინწინეებზე არ გოუღია ხმა, ისე ჩუმად ადგა, ჩეიცვა და გეემზადა სკოლაში წასასვლელად. ცოტა ქე შევეჭვდი, რაშია საქმე-თქვა. გოუშვი სკოლაში და ერთ საათში იქანე გავჩნდი მეც. მევიკითხე და სადაა სკოლაში! ჩემი შვილიშვილი კი არა, მთელი კლასი იყო გადაკარგული. გედევირიე, გამოვაცხადე საერთაშორისო ძებნა, და ძლივს მივაკვლიეთ, წყალწითელას პირას  იყო გაშხლართული მზის გულზე. იმას კი დავაყარე ქოქოლა, მარა გულში ვფიქრობდი, რას ვერჩი ამ ბაღანას, მოსაკლავი იგია, გაგანია ზაფხულში რო დააღოწიალებენ ამ ბოვშებს სკოლაში-თქვა. კი მარა, ცუდი წესი იყო, სექტემბერში რო იწყებოდა სწავლა და მაისში მთავრდებოდა? ამგენმა ოღონდ რამე შეცვალონ და სულ არ ჩივიან, რა, რაფერ იქნება. მარა, კიდე დიდი მადლობელი ვართ, სწავლის გრაფიკს ლოტოტრონით რო არ გვარჩევიებენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1387
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია