დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მედია - სამოქალაქო მონიტორინგისთვის
2009/07/01 09:57:34

13-15 ივნისს კვარიათში გამართულ ტრენინგზე მედია და ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემებზე მსჯელობდნენ.

შეხვედრა პროექტის „სამოქალაქო ინიციატივა თანასწორი მონაწილეობისათვის“ ფარგლებში განხორციელდა, ამ პროექტს კი „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი“ ჰაინრიხ ბიოლის ფონდთან ერთად ახორციელებს. პროექტი ასევე მხარდაჭერილია ევროკომისიის მიერ.

ტრენინგი ორ ეტაპად ჩატარდა, აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრები ჟურნალისტები - თბილისში, დასავლეთ საქართველოს მედიის წარმომადგენლები კი კვარიათში შეიკრიბნენ. სულ 60-მდე ჟურნალისტი მონაწილეობდა ტრენინგში.

საზოგადოების მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობის საქმიანობაში, ქალთა მონაწილეობის გაზრდა - „ამ თემებზე ესაუბრებოდნენ მედიას ექსპერტები: კოტე კანდელაკი, პაატა მირზიაშვილი, ირმა ხომერიკი და ნინო ჯავახიშვილი.

პროექტის „სამოქალაქო ინიციატივა თანასწორი მონაწილეობისათვის“ კოორდინატორი ირმა ხომერიკი აღნიშნავს, რომ არჩევნების მარტოოდენ არჩევნების დღედ აღქმა არასწორია და სწორედ არჩევნებს შორის უნდა ჰქონდეს მოქალაქეებს ინფორმაცია, რათა უფრო აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობასა და გადაწყვეტილებების მიღებაში. მოქალაქეებამდე კი საჭირო და კომპეტენტური ინფორმაცია ჟურნალისტებმა უნდა მიიტანონ. სწორედ ამიტომაც თვითმმართველობის საქმიანობის სამოქალაქო მონიტორინგის გზებს ტრენინგზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2069
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია