დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ღია თვითმმართველობა“ თავის საქმეს აკეთებს
2009/07/01 09:34:19

რეგიონული მედიის ასოციაცია ~GRMA` ბოლო რამდენიმე თვეა GTZ -ს (გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „თვითმმართველობის სკოლა.“ პროექტის მთავარი მიზანი თვითმმართველობების გაძლიერება, საზოგადოებასთან მათი გამჭვირვალედ მუშაობის ხელშეწყობა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაა. პროექტის ფარგლებში რამდენიმე მინი პროექტიც განხორციელდა. ერთ-ერთის ავტორი გაზეთი „P.S.“ იყო, გაზეთმა ორი თვის განმავლობაში რამდენიმე აქტივობა განახორციელა. 17 ივნისს კი რედაქციის საკონფერენციო დარბაზში პროექტის დახურვა დისკუსიით დასრულდა. მრგვალი მაგიდის ირგვლივ სამთავრობო, არასამთავრობო და მედია-სექტორი შეიკრიბა. შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარე ია მამალაძე, აღმასრულებელი დირექტორი ია ბობოხიძე, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე კოტე კანდელაკი და ამავე ცენტრის წარმომადგენელი პაატა მირზიაშვილი.

„როცა ვსაუბრობთ მედიაზე, პარალელურად, აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ თვითმმართველობების მუშაობაში ადამიანების ჩართულობაზე, მედიამ სწორედ ამაზე უნდა გააკეთოს აქცენტი, ჩვენი პროექტი სწორედ ამ კუთხით განხორციელდა. „თვითმმართველობის სკოლაში“ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის ჟურნალისტი მონაწილეობდა, გამოვუშვით რამდენიმე ჩანართი, სადაც საუკეთესო მასალები დავბეჭდეთ. მომავალშიც ვაპირებთ ამ კუთხით მუშაობის გაგრძელებას. უახლოეს მომავალში, ამ პროექტში ჩართული ჟურნალისტები გერმანიის თვითმმართველობების გამოცდილებას გაიზიარებენ.“- განაცხადა ია მამალაძემ.

პროექტის „ღია თვითმმართველობა იმერეთში“ კოორდინატორის ნინო ჯანელიძის თქმით, პროექტის ფარგლებში გაზეთმა @P.S.“-მა რამდენიმე სამუშაო განახორციელა. გაზეთში ფუნქციონირებდა ცხელი ხაზი, რომელზეც მოქალაქეები გვიკავშირდებოდნენ. მოქალაქეთა უმეტესობას კომუნალური ტიპის პრობლემები აწუხებდა. შეკითხვები ეხებოდა წყალმომარაგებასა და ავარიულ სარდაფებს. შეკითხვები იმის შესახებაც დაისვა, შეეძლოთ თუ არა მოქალაქეებს საკრებულოს სხდომებზე დასწრება. მოქალაქეთა შეკითხვებს გაზეთის ჟურნალისტის დახმარებით პასუხს ქალაქის შესაბამისი სამსახურების უფროსები სცემდნენ. გაზეთში დეტალურად გაშუქდა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების საქმიანობები.

პროექტის ფარგლებში თვითმმართველობის პრობლემებს ხონსა და თერჯოლაშიც გავეცანით. ამ რეგიონებში, ისე როგორც ქუთაისში, გამოვითხოვეთ მოქალაქეთა განცხადებები. სურათი ყველგან ერთნაირი იყო, ხელისუფლებას უბრალო ადამიანები ყველაზე მეტად სოციალური პრობლემებისთვის მიმართავდნენ.

„P.S.“-მა საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის ალტერნატიული გამოკითხვა ჩაატარა. შედეგიც ალტერნატიული დაიდო. თუ ნაციონალების შედეგებით მთავარი პრიორიტეტი გარეგანათება იყო, გაზეთის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობისთვის მთავარი აღმოჩნდა სოციალური პრობლემები.

მრგვალ მაგიდაზე ფრაქცია „ნაციონალების“ თავმჯდომარემ კახა ნემსიწვერიძემ ამას თავისი შეფასება მისცა: „ჩვენ კოლექტიური შეხვედრები გვქონდა, ამიტომ ინდივიდუალური პრობლემები არ წამოწეულა, რადგანაც „P.S.“-მა ინდივიდუალურად გამოკითხა ხალხი, ასეთი შედეგი სწორედ ამიტომ მივიღეთ.“- განაცხადა მან.    

პროექტის    ფარგლებში    მოეწყო დისკუსია-დიალოგი „როგორ  ჩავერთოთ  თვითმმართველობის განხორციელებაში“. მასში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის  სტუდენტები მონაწილეობდნენ. კონკურსიც გამოცხადდა, რომელშიც დამწყებმა ჟურნალისტებმა გვანცა თოთაძემ და ნატა უჩავამ გაიმარჯვეს. 17 ივნისს გამარჯვებულები „P.S.“-ის სამახსოვრო საჩუქრებითა და სერთიფიკატებით  დააჯილდოეს.

დასკვნით შეხვედრაზე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორებს შორის ცხარე დისკუსიები გაიმართა. ძირითადი პრობლემებიც გამოიკვეთა: თვითმმართველობის ზედმეტად პოლიტიზება და ცენტრალიზება, საზოგადოების ნაკლებად ჩართულობა და ზოგიერთ შემთხვევაში - თვითმმართველობაში მომუშავე კადრების კომპეტენციის დაბალი დონე. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1959
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია