დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განა ყველა ბავშვისთვის ერთნაირად ანათებს მზე?!
2013/07/23 14:04:37

საქართველოში რთულია ბავშვის გაზრდა. ხშირად მშობლები ვერც კი ახერხებენ, შვილებს გაულამაზონ არდადეგები და აჩუქონ ხალისიანი ზაფხული. დავინტერესდი ამ საკითხით და შევეცადე გამერკვია, ახერხებენ თუ არა მშობლები, გაუმკლავდნენ ამ პრობლემას.

ყველა ბავშვს სჭირდება, დატვირთული სასწავლო წლის შემდეგ, დაისვენოს. ზოგი მშობელი ახერხებს, შვილის წაყვანას დასასვენებლად და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, ზოგი – ვერა.

ჩავატარე პატარა კვლევა, რათა დაახლოებით შემექმნა წარმოდგენა, თუ რა მდგომარეობაა ამ კუთხით ქუთაისში.

„ერთი შვილი მყავს, 8 წლის გიორგი. შარშან მოვახერხეთ მისი წაყვანა სურამში, რადგან ხშირად ცივდება. მაგრამ წელს ვერ შევძელით იმიტომ, რომ ოჯახში ბევრი ვართ, უკვე ფინანსურადაც არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა. ამიტომ მოგვიწევს ქუთაისში დარჩენა,“ - ამბობს 28 წლის მარიამი.

მარიამი ქალაქის ერთ-ერთ სანაყინეში შვილთან ერთად იჯდა. პატარა გიორგი ბედნიერი იყო, მაგრამ მაინც გულნაწყვეტმა მითხრა:  „ძალიან მიყვარს დედასთან და მამასთან ერთად გასეირნება, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, ზღვაზე წავსულიყავით.“

„გასულ წელს ზღვაზე ჰყავდა დედიკოს და მამიკოს. წელს ჯერ საირმეში აპირებენ წაყვანას და შემდეგ ისევ ზღვაზე. პატარასაც სიამოვნებს ქალაქგარეთ გასვლა და მშობლებიც კარგ განტვირთვას იწყობენ საკუთარი თავისთვის. ფინანსურად მშვენივრად ვართ ოჯახში,“ - ჩემს შეკითხვებს პასუხობდა პატარა, 1 წლის და 2 თვის ანტონინას ბებია. ანტონინა სასეირნოდ ჰყავდა ბებოს ქალაქში.

„დასასვენებლად?! ჩვენ არასდროს წავსულვართ დასასვენებლად იმიტომ, რომ ხუთნი ვართ, ბავშვები. დედიკო მუშაობს, მაგრამ მისი ხელფასი მხოლოდ საჭმლისთვის გვკმარა. არც კი ვიცით, როგორია ქალაქგარეთ ოჯახური დასვენება. მე მხოლოდ მეგობრისგან გამიგია, რომ ძალიან კარგია. ალბათ, ოდესმე გამოვცდით მე და ჩემი და-ძმაც,“ - მიპასუხა 13 წლის მარიამმა. ის დედას ბაზარში გამოეშვა.

განხილულია სამი, რადიკალურად განსხვავებული შემთხვევა. კვლევა ერთი კონკრეტული მიმართულებით ვაწარმოე. ამ შემთხვევაში დავინტერესდი, ანათებს თუ არა ზაფხულის მზე ყველა ბავშვისთვის ერთნაირად. ვიმედოვნებ, შეგექმნათ წარმოდგენა, თუ რაოდენ დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ.

1 წლის და 2 თვის ბავშვი მთლიანად უზრუნველყოფილია ყველაფრით. მას აქვს მშობლების სითბოც და დასვენებაც. 13 წლის მარიამმა არც კი იცის, დასვენება როგორია. 8 წლის გიორგი კი ვერ ახერხებს წელს სადმე წასვლას. ყველა ბავშვი ხომ თანასწორია! ყველას ხომ აქვს უფლება განიტვირთოს და დაისვენოს? მაგრამ, ვაი, რომ ბევრს ამის შესაძლებლობა არ აქვს.

ინა გოგელაშვილი

სტაჟიორი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1842
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია