დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მაიაკოვსკის 120 წლის იუბილე ბაღდათში
2013/07/19 12:48:05

დღეს ვლადიმერ მაიაკოვსკის 120 წლის იუბილე აღინიშნება. იუბილესთან დაკავშირებით დიდი რუსი პოეტის მშობლიურ ბაღდათის რაიონს სტუმრები 34 ქვეყნიდან ეწვივნენ. ღონისძიების ორგანიზატრი არის რუსული საზოგადოება „თანამემამულეები“.

იუბილეზე დასასწრებად ბაღდათში იმყოფება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის  მინისტრი გურამ ოდიშარია.

 „ჩემი ბავშვობის დიდი ნაწილი აქ, ამ სახლის სიახლოვეს გავატარე და ამიტომ ჩემთვის ორმაგად  მნიშვნელოვანია ეს დღე. თითქმის მთელი პლანეტიდან არიან ჩამოსული სტუმრები, რომლებიც პოეზიის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში თარგმნიან და ეცნობიან ვლადიმერ მაიაკოვსკის შემოქმედებას და გააცნობენ შემდეგ მსოფლიოს. ჩვენ ვეცდებით, რომ ფესტივალი იყოს ყოველწლიური და დინამიკა არ შეჩერდეს.“ – განაცხადა გურამ ოდიშარიამ.

„ვლადიმერ მაიაკოვსკი მსოფლიო მნიშვნელობის აღიარებული პოეტი, რაც განსაკუთრებით საამაყოა ჩვენთვის, რადგან ის იყო იმერელი,“ – ამბობს რუსული საზოგადოება „თანამემამულეების“ თავმჯდომარე გია ტომაში.

„1940 წელს გაიხსნა ვლადიმერ მაიაკოვსკის მუზეუმი, გარდაცვალებიდან 10 წლის თავზე. მუზეუმის გახსნაში უშუალოდ მონაწილეობდნენ მისი ოჯახის წევრები. 5 წლის წინ მუზეუმს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, მთლიანად იქნა შენარჩუნებული მისი პირვანდელი იერსახე. წელიწადში დაახლოებით 3000-მდე დამთვალიერებელი ჩამოდის მუზეუმის სანახავად, თუმცა, გარდა მუზეუმის დათვალიერებისა, აქ ხშირად ხორციელდება სხვადასხვა ლიტერატურული ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ პოეტები, კრიტიკოსები და ა. შ.“ –  აღნიშნა მუზეუმის დირექტორმა ბექა კუჭუხიძემ.

მაიაკოსკის 120 წლის იუბილის პარალელურად საქართველოში ტარდება საერთაშორისო პოეზიის თეატრალური ფესტივალი, მის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული პეოტები, ლიტერატორები, კრიტიკოსები თარგმნიან ვლადიმერ მაიაკოვსკის შემოქმედებას. ფესტივალი 10 ღდე გაგრძელდება.

დღის დასასრულს თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრის სპექტაკლის „შარვლიანი ღრუბელი“ პრემიერა გაიმართება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1718
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია