დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბაქრაძე ყველაზე პოპულარული ოპოზიციური ლიდერია, საპრეზიდენტო კანდიდატთაგან კი მარგველაშვილი ლიდერობს
2013/07/15 18:21:34

დღეს  NDI–მ მედიისათვის იმ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც 12-დან 26 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა და საქართველოს მასშტაბით 2 338 ადამიანი გამოიკითხა.

 კვლევა ეხებოდა მინისტრებისა და პრემიერმინისტრის საქმიანობის შეფასებას,დეპუტატების, ოპოზიციური ლიდერებისა და საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგების განსაზღვრას.

შედეგები ასე გამოიყურება:

 

  • NDI-ს კვლევაში, მინისტრთა კაბინეტის საქმიანობის შეფასებისას თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი  ლიდერობენ. ირაკლი ალასანიას საქმიანობას გამოკითხულთა 9% ძალიან კარგად აფასებს , 34% - კარგად, ხოლო 32% - საშუალოდ. რაც შეეხება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, მის საქმიანობას ძალიან კარგად – 12%, კარგად – 31%, ხოლო საშუალოდ – 31% აფასებს. NDI-ს მონაცემებით,
  • მომდევნო ადგილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაიკავა. ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას ძალიან კარგად – 7%, კარგად – 33%, ხოლო საშუალოდ – 35% აფასებს.
  • რაც შეეხება განათლების მინისტრს, გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას ძალიან კარგად 6%, კარგად – 27%, ხოლო საშუალოდ – 34% მიიჩნევს. 
  • კვლევაში მეხუთე ადგილზეა ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, რომლის საქმიანობას ძალიან კარგად – 5%, კარგად – 25%, ხოლო საშუალოდ – 40% აფასებს.
  • მომდევნო ადგილებს NDI-ს რეიტინგებში იკავებენ: მაია ფანჯიკიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ხადური, დავით სერგეენკო, დავით ნარმანია, ალექსი პეტრიაშვილი, პაატა ზაქარეიშვილი და დავით დარახველიძე.

 


  • NDI-ს კვლევის თანახმად, წინა კვლევასთან შედარებით 10%-ით შემცირდა იმ გამოკითხულთა რაოდენობა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას "ძალიან კარგად" აფასებენ. 
    კითხვაზე, როგორ შეაფასებდით ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას - ძალიან კარგად რესპონდენტთა 18% აფასებს, კარგად - 37%, საშუალოდ - 22%. კვლევაში შემდეგ ადგილზეა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. მის საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა 5% აფასებს, კარგად – 31%, ხოლო საშუალოდ – 37%. 

 

  • კვლევაში პირველად შევიდა მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, რომლის საქმიანობას ძალიან კარგად 4% აფასებს, კარგად – 19%, ხოლო საშუალოდ – 31%. გამოკითხვაში მეხუთე ადგილზეა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, რომლის საქმიანობას ძალიან კარგად 5% აფასებს, კარგად – 21%, ხოლო საშუალოდ – 39%. 

 

  • NDI- კვლევის თანახმად, დავით ბაქრაძე ყველაზე პოპულარული ოპოზიციური ლიდერია. მისი მოწონების მაჩვენებელი 48%-ია.
  • შემდეგ ადგილზე 38%-ით იმყოფება სალომე ზურაბიშვილი, 32%-ით გიორგი თარგამაძე , 28%-ით კახა კუკავა, 25%-ით გიგი უგულავა, 23%-ით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, 21%-ით ნინო ბურჯანაძე, 20%-ით გიორგი ბარამიძე, 17%-ით ვანო მერაბიშვილი, 13%-ით პავლე კუბლაშვილი, 12%-ით გოკა გაბაშვილი, 11%-ით კი ზურაბ ჯაფარიძე

 

  • რაც შეეხება დეპუტატებს, პარლამენტის წევრებს შორის მოწონების მაჩვენებლით ეკა ბესელია ლიდერობს, მას 52% აქვს,

 

  • თინა ხიდაშელი კი გამოკითხულთა 51% მოსწონს,  შემდეგ ადგილებზე შესაბამისი 46, 42 და 41%-ით მოდიან დეპუტატები ზვიად ძიძიგური, კობა დავითაშვილი და მანანა კობახიძე

 

 

  • NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 29 პროცენტი საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილს ისურვებდა,
  • 26 პროცენტმა არ იცის,
  • 10 - პროცენტი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს,
  •  5 პროცენტი - ბურჯანაძეს,
  •  4 პროცენტი – გიორგი თარგამაძეს,
  •  3 პროცენტი – შალვა ნათელაშვილს.
  • 2-2 პროცენტი კი აცხადებს, რომ მაინც მიხეილ სააკაშვილს, ირაკლი ალასანიას და ბიძინა ივანიშვილს ისურვებდა, იმის მიუხედავად, რომ ისინი კენჭს არ იყრიან.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1650
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია