დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აშშ ერთგული რჩება, დაეხმაროს ქართველ ხალხს თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების შექმნაში
2013/06/15 10:53:19

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია კონგრესის განცხადება, რომელიც  თავდაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობას ეხება. გთავაზოთ ამ განცხადებას: 

ა).
1. საქართველო უაღრესად ღირებული მოკავშირეა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის; საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა ორ ქვეყანას შორის საერთო ინტერესებისადმი ერთგულება, მათ შორის, ავღანეთში, ISAF-სა და ერაყში მულტინაციონალური ძალების მისიაში ქართული სამხედროების მონაწილეობით. 
2. 2012 წლის ოქტომბერში, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება საქართველოს მთავარი მიღწევაა თავისუფალი საზოგადოებისა და სრული დემოკრატიისკენ სვლის კუთხით. 
3. თუმცა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არჩეული საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ამჟამინდელი ოპოზიციის წევრების მიმართ გატარებული ზომები, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებული იყო. 
4. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების 100-მდე წევრი გასამართლდა დანაშაულებრივი ქმედებებისთვის. 
5. მსგავსი ბრალდება წაუყენეს ოპოზიციის წევრებსაც, მათ შორის, ვანო მერაბიშვილს, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს. 
6. ოპოზიიური პარტიის ლიდერის დაკავება განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ამან შესაძლოა, გავლენა იქონიოს თავისუფალ პოლიტიკურ არჩევანზე 2013 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე.
7. საქართველოს მთავრობამ არასაკმარისი ნაბიჯები გადადგა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების წინააღმდეგ გამოვლენილი ძალადობის აღსაკვეთად და დამნაშავეთა დასასჯელად. 
8. ეს ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს მთავარობის წინსვლას თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების შექმნის კუთხით, სადაც ძირითადი თავისუფლება, მათ შორის, პოლიტიკური ოპოზიციის თავისუფლება, გარანტირებული უნდა იყოს. 
ბ)
1. აშშ ერთგული რჩება, დაეხმაროს ქართველ ხალხს თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების შექმნაში; 
2. საქართველოს მთავრობის მიერ ყოფილი მაღალჩინოსნებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გატარებულმა ზომებმა, რომლებიც ნაწილობრივ პოლიტიკურად მოტივირებულია, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ნეგატიური დარტყმა მიაყენოს აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობას, მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხებში მყარი ურთიერთობების დამყარების მცდელობაში, ისევე, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის წინსვლას. 
3. აშშ-ის პოზიცია ერთმნიშნვენლოვანი უნდა იყოს, როდესაც მის მთავარ მოკავშირე ქვეყანაში პოლიტიკურ პარტიებს შორის ძალაუფლების მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაბირების შემდეგ დემოკრატია რეგრესს განიცდის. 
4. ამერიკელი ხალხი და კონგრესის წევრები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ავღანეთში, 2013 წლის 6 ივნისს დაღუპული შვიდი სამხედროს გამო, ასევე 2013 წლის 13 მაისს  სამი ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1698
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია