დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უკრაინის 200 უმდიდრეს ადამიანს შორის სამი ქართველია...
2013/06/08 20:15:24

უკრაინის 200 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგს გამოცემა Focus.ua აქვეყნებს. ჩამონათვალში სამი ქართველი 65 წლის ტარიელ ვასაძე, 45 წლის დავით ჟვანია და 41 წლის ლევ ფარცხალაძე ფიგურირებს.

 

უკრაინული რადას წევრი ტარიელ ვასაძე რეიტინგში 51 ადგილზეა (48–ე), ის უკრავტოს მფლობელია. გასულ წელთან შედარებით მისი ქონება 40 მლნ. აშშ დოლარით არის გაზრდილი და და მისი ქონება 340 მლნ. აშშ დოლარს უტოლდება, უკრავტო ადგილობრივ მანქანათმშენებლობის ქარხნებს აერთიანებს, ასევე მსოფლიოში ცნობილი საავატომობილო ბრენდების წარმომადგენელია უკრაინაში.

გამოცემა მიუთითებს რომ ვასაძის ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქმე იყო აღძრული, რომ ზაპოროჟიეს ქარხნის მფლობელი ის უკანონოდ გახდა. თუმცა მას შემდეგ რაც სახელისუფლეობო ფრაქცია ,,რეგიონებში’’ გადავიდა, სასამართლომ მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო. ქარხნის გაყიდვები კი 2011 წლიდან დინამიურად იზრდება, მის მიერ რადაში იყო ინიცირებული კანონი, ეომლის მიხედვითად უკრაინაში ავტომობილების იმპორტი მაღალი ტარიფით იბეგრება.

რეიტინგში 127–ეა (გასულ წელს 108–ე) კომპანია ,,ბრინკფორდის’’ მფლობელი დავით ჟვანია, მისი ქონება 7 მლნ. აშშ დოლარით არის შემცირებული და 83 მლნ. აშშ დოლარს უტოლდება. მას აქტივები აქვს მძიმე მრეწველობის, საფინანსო და უძრავი ოქნების სექტორებში. ,,მიუხედავად იმისა რომ ჟვანია იუშენკოს მხარდამჭერი იყო და დღეს რეალობა შეცვლილია, ის მაინც მშვიდად გრძობს თავს როგორც პოლიტიკაში ასევე ბიზნესში’’ – აღნიშნავს გამოცემა.

სხვადასხვა წყაროების მიხედვით ჟვანიას ქონება ბევრად უფრო მეტია ვიდრე ამას ჟურნალი ფოკუსი ასახელებს.

დეველოპერული კომპანია ,,XXI საუკუნეს’’ ყოფილი მფლობელი ლევ ფარცხალაძე 188–ეა (გასულ წელს 173–ე) 37.5 მლნ. აშშ დოლარით, მისი ქონება გასულ წელათან შედარებით 5 მლნ. აშშ დოლარით არის შემცირებული. მას აქტივები გააჩნია უძრავი ქონების და რესტორნების ბიზნესში. ფარცხალაძე აქტიურად არის ჩართული უკრაინის საზოგადოებრივ–პოლიტიკურ ცხოვრებაში, მიხედავად პოლიტიკაში წარუმატებლობებისა ის ყოველთვის მონაწილეობს ქვეყნის რადას თუ ქალაქ კიევის საბჭოს არჩევნებში. ფარცხალაძე პარალელურად უკრაინის დეველოპერთა ფედერაციის ხემძღვანელია.

ფოკუსის რეიტინგის მიხედვით უმდიდრეს უკრაინელად კვლავ კომპანია ,,სისტემ კაპიტალ მენეჯმენტის’’ მფლობელი რინატ ახმეტოვი რჩება 17 მლრდ. აშშ დოლარით. მას მბნიშვნელოვნად ჩამორჩება ჯგუფი ,,პრივატის’’ დამფუძნებელი იგორ კოლომეისკი 3.6 მლრდ. აშშ დოლარით.

როგორც გამოცემა აღნიშნავს ჩამოთვლილი პირების ქონება შესაძლოა ბევრად მეტი იყოს, რადგან მათი ქონების დათვლისას მხოლოდ ლეგალური აქტივების შეფასება მოხდა. ასევე არ არია გათვალისწინებული პირადი საკუთრებაში არსებული ქონების ღირებულება (სახლები, ავტომობილები და ა.შ).

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1529
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია