დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
Press-კლუბი “საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა (Strongmen) ფედერაციას“ მასპინძლობდა
2013/05/23 12:59:18

Press-კლუბი „საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა (Strongmen) ფედერაციას“ მასპინძლობდა

გაზეთ „P.S.”-სთან და ინტერნეტპორტალ  www.psnews.ge არსებულმა  Press-კლუბმა მომდევნო შეხვედრა გამართა. ამჯერად, Press-კლუბი საქართველოს უძლიერეს მამაკაცთ ფედერაციას მასპინძლობდა.

„საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ფედერაცია,“ რომელიც მსოფლიოში Strongmen-ის სახელწოდებით არის ცნობილი, ოთხი წელია, რაც ქუთაისში არსებობს. ხოლო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის არსებობა 30 წელს ითვლის. სპორტის ამ მიმართულების მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ ის კონკრეტული ქვეყნების სპორტული და ეთნიკური ტრადიციებიდან იღებს სათავეს. „უძლიერესი მამაკაცები“ შეჯიბრის დროს იყენებენ, არატრადიციულ სპორტულ ინვენტარს, არამედ ბუნებრივ საგნებს: ლოდებს, ძელებს, ხის მორებს და სხვა. ასპარეზობაც, სწორედ, ბუნებრივი მძიმე წონის სწრაფად გადაადგილებაში იმერთება.

ფედერაციის მთავარი ბაზა ქუთაისშია, თუმცა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც აქვთ კლუბები. ფედერაციის სპორტსმენები სისტემატურად მონაწილეობენ ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონთა თასის ჩემპიონატებში. მათი ბოლო წარმატება დუბაიში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატს უკავშირდება, რომელიც დუბაიში გაიმართა და სადაც მეორე ადგილი ქუთაისელმა სპორტსმენმა, კოტე ჯანაშიამ დაიკავა. Press -კლუბში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კოტე ჯანაშიამ განაცხადა: „ჩემპიონატში 15 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. შეიხიც კი ადევნებდა თვალს ასპარეზობას. ეს ადგილი მსაჯებთან შექმნილი გაუგებრობის გამო დავიკავე, რადგან მქონდა შანსი, პირველი ადგილის დაკავებისა.“

ექსტრემალური სპორტის ამ სახეობას ნაკლებად იცნობენ საქართველოში, შესაბამისად, ნაკლები არის სპორტის განვითარების მიმართ ინტერესი. როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა ავთანდილ ახვლედიანმა და ვიცე-პრეზიდენტმა, ვალერი ფახურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, მათი მთავარი პრობლემა ფინანსებია. მართალია, ამ ბოლო დროს ადგილობრივი ხელისუფლებიდან ქუთაისის საკრებულო ეხმარებათ, თუმცა ეს საკმარისი არ არის იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც, ძირითადად, საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობებს უკავშირდება.

ნაკრებში ამჟამად 30 სპორტსმენია წარმოდგენილი. ქუთაისის თასის გათამაშება ყოველწლიურად 2 მაისობის დღესასწაულზე იმართება. ერთ თვეში ბათუმში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება, სადაც საქართველოს „უძლიერესი მამაკაცის“ თასი გათამაშდება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1562
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია