დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო
2013/05/20 12:20:14

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო რეგისტრაცია კემბრიჯის სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის. როგორც ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ ეტაპზე მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ შემდეგი გამოცდებისათვის: FCE (computer-based) და CAE (computer-based).

FCE რეგისტრაცია 31 მაისამდე, ხოლო CAE რეგისტრაცია კი 24 მაისამდე გაგრძელდება.

დარეგისტრირების მსურველებმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან  უნდა ამობეჭდონ სააპლიკაციო ფორმა და შეავსონ. აპლიკანტმა შევსებულ ფორმას უნდა დაურთოს გამოცდის საფასურის გადახდის ქვითარი და პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი. პირადობის მოწმობის ან პასპორტის არქონის შემთხვევაში აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ფოტოსურათიანი ცნობა, რომელიც ასევე შეუძლია ამობეჭდოს ცენტრის ვებ გვერდიდან.

FCE (First Certificate English) კემბრიჯის უნივერსიტეტის ყველაზე პოპულარულ გამოცდას უწოდებენ ინგლისურ ენაში (B2 დონე), ასევე გამოიყენება სამუშაო, სასწავლო და სამოგაზაურო მიზნებისათვის, თუმცა უფრო მაღალ საკვალიფიკაციო დონეს ასახავს, ვიდრე PET-ის გამოცდა.

CAE (Cambridge Advanced English) არის უმაღლესი დონის გამოცდა (C1 დონე), რომელიც ამოწმებს კანდიდატის ენის ცოდნას პროფესიულ, აკადემიურ და სოციალურ სიტუაციებში. ეს ტესტი მსოფლიოში ფართოდ არის აღიარებული და გამოიყენება აკადემიური, პროფესიული და საემიგრაციო მიზნების მისაღწევად. სერტიფიკატს აგრეთვე იყენებენ მსოფლიოს მრავალ კოლეჯსა თუ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1599
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია