დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეროვნული სამეცნიერო ფონდი საგრანტო კონკურსს აცხადებს
2013/03/04 17:44:37

როგორც განათლების სამინისტროდან გვაცნობეს, შოთა რუსთაველის  ეროვნული სამეცნიერო ფონდი საქართველოში საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებს დააფინანსებს. შესაბამისი სახელმწიფო საგრანტო კონკურსის პროგრამა და პირობები უკვე განთავსებულია ფონდის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.rustaveli.org.ge.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ საჯარო სამართლისა და კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიულ პირებს, საქართველოს მოქალაქე მაგისტრებს, დოქტორანტებს, აკადემიური და სამეცნიერო ტანამდებობის პირებს. საკონკურსო პირობების თანახმად  ღონისძიების ჩატარების ვადა 2013 წლის 20 აპრილიდან 2014 წლის 20 აპრილამდე განისაზღვრა. განაცხადების ელექტრონული რეგისტრაცია ფონდის ვებ-გვერდზე 28 მარტს დასრულდება.

კონკურსში გამარჯვებულ თითოეულ სამეცნიერო ღონისძიებას შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი  30 000 ლარით დააფინანსებს. 

კონკურსის მიზანია საქართველოში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, კონგრესების, ფორუმების, სიმპოზიუმებისა და სემინარების ჩატარების ხელშეწყობა, ქართველ მკვლევართა სამეცნიერო შედეგების უცხოელი კოლეგებისათვის გაცნობა და ამ გზით ქართველ მეცნიერთა მსოფლიო პროცესებში ინტეგრაცია. 

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის სულხან სისაურის განცხადებით, საკონფერენციო გრანტების კონკურსი ხელს უწყობს ქართველი მეცნიერების ადგილობრივ და უცხოელ კოლეგებთან საქმიანი კონტაქტების გაღრმავებას, მათ შორის ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას. 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1855
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია