დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თუ პარლამენტი არ იქნება ქუთაისში, ეს ქალაქი ისევ მოკვდება...
2013/01/15 20:57:54

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ქუთაისში სტუმრობისას საკმაოდ ვრცლად ისაუბრა პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნების საკითხზე და აღნიშნა, რომ ეს იდეა ქუთაისის მკვლელობისა და ჩამკვდარ ქალაქად ქცევის გამოცხადებული ქრონიკაა. 
"თუ პარლამენტი არ იქნება ქუთაისში, არ იქნება უამრავი ტურისტული ობიექტი და ათიათასობით სამუშაო ადგილი – ქუთაისის აეროპორტი ვერ განვითარდება, რომელიც გვსურდა, რომ არა მხოლოდ კავკასიის, არამედ ევროპის უდიდესი აეროპორტი ყოფილიყო. ისინი ამბობენ, "ჩვენ ვბრუნდებით სახლშიო". საქართველოს მმართველების სახლი მხოლოდ თბილისის ერთი კვარტალი შეიძლება იყოს? თუ პარლამენტი არ იქნება ქუთაისში, ქუთაისი იქნება მკვდარი ქალაქი. მკვდარი ქუთაისი კი ნიშნავს ჩამკვდარ დასავლეთ საქართველოს. ცოცხალი ქუთაისი აცოცხლებს დასავლეთ საქართველოს. პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის იდეა ესაა ქუთაისის მკვლელობის და ჩამკვდარ ქალაქად ქცევის გამოცხადებული ქრონიკა", - აღნიშნა სააკაშვილმა. 

ახლა ძალიან მოდაშია "ნაციონალური მოძრაობის" და ჩემი ლანძღვა, მაგრამ ის, რომ დღეს არის დენი, თქვენ არ გართმევენ ქრთამს, არ გძალავენ 2 და 3 ლარს , არ არიან ქურდები და ქართული ოჯახების ერთადერთი საჭმელი არ არის კარტოფილი და პური - გავაკეთეთ მე და "ნაციონალურმა მოძრაობამ", - განაცხადა სააკაშვილმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1745
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია