დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თბილისში პრესის ჯიხურების ნაწილს მუშაობა შეაწყვეტინეს
2011/11/29 12:27:14

აუქციონების გამართვის საბაბით, ამ დღეებში იძულებით შეაწყვეტინეს საქმიანობა თბილისში არსებული საგაზეთო ჯიხურების ნაწილს. ბეჭდური მედიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ  ყოველივე ეს სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უქმნის ჟურნალებს და გაზეთებს და აფერხებს თავისუფალი სიტყვის მიღწევას საზოგადოებამდე.

ბეჭდურ მედიას სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები უცხადებენ მხარდაჭერას.

"კოალიცია "მედიის ადვოკატირებისათვის" სრულ სოლიდარობას უცხადებს ბეჭდურ მედიას და უერთდება პრესის წარმომადგენლების სამართლიან პროტესტს საგაზეთო ჯიხურების შესახებ თბილისის მერიის გადაწყვეტილების გამო.

საქართველოში პრესის დისტრიბუცია პრობლემური საკითხია. საგაზეთო ჯიხურების ადგილებზე აუქციონის გამოცხადება კი კიდევ უფრო დაამძიმებს სიტუაციას, რადგან მნიშვნელოვნად შეზღუდავს ჟურნალ-გაზეთების გავრცელება-გაყიდვას.

ვფიქრობთ, გაზეთი, ჟურნალი და წიგნი არის საზოგადოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე პროდუქტი და ჯანსაღი კონკურენცია, სასურველია, არსებობდეს ამ პროდუქტის დისტრიბუტორებს შორის  და არა გაზეთის გამავრცელებელსა და საკვები პროდუქტის გამავრცელებელს შორის.

კოალიცია თხოვნით მიმართავს მერიას, გააუქმოს დანიშნული აუქციონი, დაუყოვნებლივ შეხვდეს ბეჭდური მედიის  გამომცემლებსა და გამავრცელებლებს და მათთან თანამშრომლობით ისე გადაწყვიტოს საკითხი, რომ არ დაზარალდეს ბეჭდური გამოცემები და მათი მომხმარებელი".– ნათქვამია კოალიციის ”მედიის ადვოკატირებისათვის” განცხადებაში.

აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოც. ოლიგარქი 1 დეკემბერს პრესის ასოციაციაში შემავალ გამომცემლებსა და პრესის გამავრცელებლებს შეხვედრაზე ეპატიჟება.

"მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის” პროექტის საფარქვეშ ხელისუფლებამ თავისუფალ ქართულ პრესაზე შეტევა მიიტანა. მივიჩნევთ, რომ მერიის გადაწყვეტილება, პრესის გამავრცელებელ ჯიხურებს საქმიანობა შეუწყვიტოს, მიმართულია არა "ჯანსაღი კონკურენციის" წახალისებისკენ, არამედ საქართველოში თავისუფალი პრესის, სიტყვის თავისუფლების და დემოკრატიის წინააღმდეგ. აქვე გვინდა, განვაცხადოთ, რომ ბიძინა ივანიშვილს აღნიშნული პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით მოსაზრებები გააჩნია და 1 დეკემბერს, 12:00 საათზე საქართველოს პრესის ასოციაციაში შემავალ გამომცემლებსა და პრესის გამავრცელებლებს შეხვედრაზე ეპატიჟება", - ნათქვამია პრესსამდივნოს განცხადებაში.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1581
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია