დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა მოხდა აეროპორტში და პარლამენტში?
2011/04/04 12:51:29

გასული კვირის ქართული პრესა მეტწილად ბადრი ბიწაძესა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის მიუნხენში მომხდარ ინციდენტს ეძღვნება. გაზეთების პირველ გვერდებზე უმეტესად, სწორედ ამ ორი პოლიტიკოსის ფოტოს ან, უბრალოდ, სახელებს ნახავთ.

რეზონანსი წერს, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაჩეჩილაძე და ბიწაძე ერთმანეთს მიუნხენის აეროპორტში შეხვდნენ და ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ჟურნალისტმა გიორგი ფოფხაძემ გაავრცელა „ფეისბუკითო“. ბიწაძე ამბავს „რეზონანსს“ ასე უყვება: „თვითმფრინავში დასაჯდომად მივდიოდი, უცებ გამოხტა გაჩეჩილაძე და რაღაცები წამოიყვირა. უნდოდა, რომ წყობიდან გამოვეყვანე და ისეთი სიტუაცია შეიქმნა, თითქოს მე მქონდა რამეზე აგრესიაო“. „ალია“ კი ინციდენტს განსაკუთრებით უღრმავდება და ცდილობს გაარკვიოს, თუ რა მოხდა სინამდვილეში აეროპორტში. ნინო ბურჯანაძემ გაზეთს უთხრა, მედია ამბავს აბუქებს, „იმედით“ მთელი დღის განმავლობაში ვისმენთ, თითქოს მიუნხენის აეროპორტში ლამის ხელჩართული ბრძოლა იყო გაჩაღებული, არადა, ამას დაცვა არ დაუშვებდაო. ამის მიუხედავად, „ალიას“ პირველ გვერდზე ასეთი ფრაზა აქვს გამოტანილი: „ბიწაძემ, ვის უბედავ, შე ... და გრეჩიხამაც ეგრევე ლეწა“. ეს ანონიმი თვითმხილველის ვერსიაა. ის ამბობს, ლევან გაჩეჩილაძემ სილა კი არ გააწნა, არამედ გაშლილი ხელი ჩასცხო და, შეიძლება, ფეხიც ჩაარტყა, თუმცა ეს მთლად კარგად არ ჩანდაო.
დანარჩენ ოპოზიციას რაც შეეხება, კერძოდ, „რვიანს“, „რეზონანსი აქვეყნებს სტატიას, სათაურით: „საარჩევნო გარემოსთვის მუშაობა საბოლოოდ ჩავარდა“. გაზეთი წერს, რომ მისი წყაროს ინფორმაციით, ხელისუფლებას რადიკალური ოპოზიციის წინააღმდეგ კომპრომატები აქვს და დარწმუნებულია, ამ კომპრომატების გამოყენებით ქვეყანაში ვითარების დაძაბვის თავიდან აცილებას შეძლებს. რაც შეეხება ოპოზიციის მეორე ნაწილს, ხელისუფლება მას საფრთხედაც კი აღარ მიიჩნევსო. „რეზონანსი“ წერს, ოპოზიცია იმას, რომ ხელისუფლება არაფრის დათმობას არ აპირებს, უფრო იმედის მომცემად აღიქვამსო: „თავად ის ფაქტი, რომ დღეს ბატონი პავლე კუბლაშვილი არ იყო მისთვის ჩვეული ცინიზმითა და ღიმილით მორთულ-მოხატული, იყო საკმაოდ აღგზნებული და საკმაოდ ნერვული, რაღაც-რაღაცებზე მიანიშნებს გამოცდილ თვალს“, - უთხრა „რეზონანსს“ ახალმა მემარჯვენე მამუკა კაციტაძემ.
24 საათი კი ამ საქმესთან დაკავშირებით ორ სტატიას აქვეყნებს,  - ერთს ჰქვია „კომპრომისის დეფიციტი“, მეორეს - „წაგებული დარჩება ორივე მხარე“.

„კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში „ტრადიციონალისტთა“ ლიდერი აკაკი ასათიანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ „ეროვნულ ფორუმსა“ და „ქალთა პარტიასთან“ ბლოკში გაერთიანდა აცხადებს: „თუ ხელისუფლება კონსტრუქციულ ნაბიჯებს არ გადმოდგამს, იძულებული გავხდებით, პროტესტი მიტინგებით თუ სხვა ფორმით გამოვხატოთ და საარჩევნო გარემოს შეცვლას მივაღწიოთ. ხელისუფლებაში ნატოსა და ევროკავშირზე ბევრს რომ ლაპარაკობენ, უნდა იცოდნენ, იქ იმ ქვეყნებს იღებენ, სადაც ხელისუფლებას არჩევნების საშუალებით ცვლიან.

რევოლუცია უკიდურესი საშუალებაა. რევოლუცია მხოლოდ გამოუვალ ვითარებას მოჰყვება ხოლმე, როგორც გამოსავალი. ის არ უნდა იყოს პოლიტიკური ძალის ამოცანა. პოლიტიკური ბრძოლის რევოლუციით დაწყება უპასუხისმგებლობაა. სანამ მოლაპარაკების შანსი ამოწურული არ არის, რევოლუცია გაუმართლებელია. ასეთ პოზიციას ქვეყნის შიგნით და გარეთ მხარდაჭერის მეტი შანსი აქვს. მჯერა, რომ სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა სამართლიანი არჩევნების ჩატარებით დამთავრდება“.

"kviris palitris" ეხმიანება ლიბიაში მიმდინარე მოვლენებს, სადაც საუბარია იმაზე, თუ რა ჯდება კადაფის რეჟიმის ჩამოგდება. 
მილიონიანი ტომაჰავკებისა და ასეულობით საბრძოლო გაფრენის მიუხედავად, ციდან დაბომბილი კადაფის რეჟიმი ხმელეთზე ძალაუფლებას მაინც ინარჩუნებს.
საბრძოლო ოპერაცია „ოდისეა. განთიადის“ დაწყებიდან, 19 მარტიდან ერთი კვირის შემდეგ,  კოალიციურ ძალებს ლიბიაში კადაფის რეჟიმის წინააღმდეგ უკვე გამოყენებული ჰქონდათ 175 ფრთოსანი რაკეტა „ტომაჰავკი“, ხოლო ავიაციას 759 საბრძოლო გაფრენა ჰქონდა განხორციელებული. თუ გავითვალისწინებთ, რომ თითოეული „ტომაჰავკი“ ერთ მილიონ დოლარზე მეტი ღირს, თითო საბრძოლო გაფრენა კი - ათიათასობით დოლარი ჯდება (აშშ-დან ლიბიამდე და უკან განხორციელებული სამი „უჩინარი“, B-2 ტიპის ბომბდამშენების  გაფრენა, რომლებმაც ორივე მიმართულებით დაახლოებით 17 ათასი კმ იფრინეს, ალბათ, ნახევარ მილიონ დოლარამდე მაინც დაჯდებოდა), გამოყენებული მართვადი ბომბებისა და რაკეტების ფასის ჩათვლით, გამოდის, რომ დასავლეთის კოალიციურ ძალებს ეს ოპერაცია საკმაოდ ძვირი უღირთ.

რამდენ ხანში შეიძლება დამთავრდეს საბრძოლო მოქმედებები ლიბიაში? ეტყობა, მაშინ, როდესაც კადაფის რეჟიმი დაემხობა, ან თავად კადაფის ლიკვიდაცია მოხდება. მართალია, დასავლეთი ცდილობს, მიჩქმალოს, მაგრამ მათ ავიაციასა და სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფებს (რომლებიც, სავარაუდოდ, უკვე მოქმედებენ ლიბიის ტერიტორიაზე, მაგალითად, ბრიტანული SAS) დავალებული აქვთ კადაფის ფიზიკური განადგურება. ამიტომაც იბომბება კადაფის რეზიდენციები ტრიპოლსა და სხვა დასახლებულ ადგილებში, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლიც მოსდევს (თუმცა ეს იმანაც გამოიწვია, რომ კადაფის ერთგულები „ცოცხალი ფარის“ სახით სტრატეგიული ობიექტების გარშემო დგებიან).

იგივე თემის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია ინტერნეტ საიტ „ინტერპრესნიუსის“ საშუალებით:   „აშშ-ს ლიბიის სამხედრო ოპერაცია დაახლოებით 550 მილიონი დაუჯდა. „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კეტლინ კესლერმა განაცხადა. მისი თქმით, ეს არის მხოლოდ ბომბებსა და რაკეტებზე დახარჯული თანხები. ამასთან, კესლერმა აღნიშნა, რომ გაწეული ხარჯების ზუსტი ციფრი, ჯერჯერობით, უცნობია, რადგან ამაში არ შედის სხვადასხვა დანაყოფების სამხედროების მუშაობაზე დახარჯული თანხები.

ambebi.ge

დოლჩესა და გაბანას პატიმრობა ემუქრებათ

დომენიკო დოლჩესა (Domenico Dolce) და სტეფანო გაბანას (Stefano Gabbana) გადასახადების დამალვაში ადანაშაულებენ.
აღიძვრება თუ არა მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ამ დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებმა ჯერ კიდევ 2008 წელს შეიტყვეს და თუკი საკმარისი სამხილის მოგროვებას მოახერხებენ, იტალიელ დიზაინერებს 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ამ საქმეში კიდევ 5 დაუდგენელი პირია ჩარეული. არსებული მონაცემებით, ისინი ლუქსემბურგში ოფშორული კომპანიის შექმნაში მონაწილეობდნენ, სადაც იმ შემოსავლებს რიცხავდნენ, რომლებსაც იტალიაში არ იხდიდნენ. სტილისტებმა ქვეყნის გარეთ სულ 1 მლრდ ევრომდე გაიტანეს.
ფირმა "Dolce. Gabbana" 1985 წლიდან არსებობს. მან მოდის ინდუსტრიაში სახელი საკმაოდ მალე გაითქვა. ამჟამად „Dolce“. Gabbana"-ს იმპერია 17 ქარხანას, 3 ათას თანამშრომელსა და მსოფლიოს ყველა კუთხეში 100-ზე მეტ ბუტიკს ითვლის.

 

მოამზადა ნათია ადეიშვილმა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1649
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია