დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ამბები „წნევის გაზომვის ცენტრიდან“... და არა მარტო
2011/03/28 12:43:08

პრესის მიმოხილვას დავიწყებთ გაზეთ რეზონანსით, რომელიც „ქართული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერ სოზარ სუბართან ინტერვიუს აქვეყნებს. „ყველა გზა აქციებამდე მიდის“ - ასეთია სტატიის სათაური. „მე არ ვითხოვ სისხლისღვრას, მაგრამ „ქართული პარტია“ მზადაა ნებისმიერი რადიკალური ქმედებებისათვის. აქ იგულისხმება აქციები, თუ საჭირო გახდა, ბოლო ნაბიჯის გადადგმაც“ - სოზარ სუბარის ამ სიტყვებით იწყება ინტერვიუ. „...ბუნებრივია, თუ რვიანის ფორმატში რამეს მიაღწევენ, ეს დადებითი მოვლენა იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს სამართლიან საარჩევნო გარემოს - „კუდი“ და „სოდი“ არჩევნებზე აქტიურობას არ შეწყვეტენ, თუ ძალა არ დავანახეთ. ეს ძალა იქნება მუშტი, აქციები, ხალხის რისხვა, რომელიც დამოკლეს მახვილივით დაეკიდება ხელისუფლების თავზე. „ქართული პარტია“ მზადაა ნებისმიერი რადიკალური ქმედებისთვის. ძალის დემონსტრირება ზოგჯერ სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად ხდება“, - უთხრა სოზარ სუბარმა „რეზონანსს“.

„ხალხს უნდა რევოლუცია, მაგრამ - ტელევიზორში. სურს, ამ ყველაფერს ეგვიპტის ამბებივით ეკრანიდან უყუროსო“, - უთხრა „ქართული აკადემიის“ წარმომადგენელმა ნუკრი ქანთარიამ გაზეთ ვერსიას. მანვე თქვა: „რა თქმა უნდა, პროტესტის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ძველი სახეები, ვინც ერთხელ უკვე იყო ხელისუფლებაში და ასე გვაზარალა, ისევ სათავეში აღარ უნდა მოვიდნენ.“ ნუკრი ქანთარია შეფიცულების შესახებ ასეთ რაიმეს ამბობს: „ამ ჯგუფს უფრო უწყინარ სახელს დავარქმევდი, ვთქვათ, „წნევის გაზომვის ცენტრს“, ან „პენსიონერების ქომაგს“. მიტინგებს მსგავსი ჯგუფი მართლა სჭირდება, მაგრამ ტელევიზიით ისეთი ხნიერი ხალხი გამოდის, ეგენი აქეთ უნდა დაიცვას ვინმემ.“
ახალი თაობა რევოლუციის შესაძლებლობაზე ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილს ესაუბრა. მან თქვა: „დღეისთვის, სამწუხაროდ, საზოგადოების მზაობიდან გამომდინარე, არც რევოლუციისთვის ჩანს პირობები და არც რევოლუციური არჩევნებისთვის“, და უფრო ხელისუფლების შიგნით მიმდინარე პროცესებზე გააკეთა აქცენტი, კერძოდ, გიგა ბოკერიას შესაძლო გააქტიურებაზე და იმაზე, რომ, მოსალოდნელია უშიშროების საბჭოს მდივანს მხარი შინაგან საქმეთა მინისტრმაც დაუჭიროს. ბოკერია მთელი თავით მაღლა დგას დანარჩენ ე.წ. პოლიტიკოსებზე, რომლებიც დღეს მმართველ გუნდში არიან. დღეს გიგა ბოკერია რეალურად ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავს ამ გუნდის პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, მას რომ პირველობა უნდოდეს, სულ არ გამიკვირდებაო,“ - უთხრა გელა ნიკოლაიშვილმა „ახალ თაობას“. „კვირის პალიტრა “ ეხმიანება საქართველოს დემოკრატიული მონაცემების გაყალბების საკითხს.

გაზეთი „კვირის პალიტრა“ ქვეყნის უმწვავეს დემოგრაფიულ პრობლემაზე საუბრობს და აქცენტს ასე სვამს:

სტატიაში „დემოგრაფიული მონაცემების გაყალბება არჩევნების გაყალბების საწინდარია?!“

საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც 1000 კაცზე წელიწადში თურმე 141 ბავშვი იბადება“, დემოგრაფი, პროფესორი ანზორ თოთაძე ამბობს: „დემოგრაფიული ოპტიმიზმის საფუძველს არაფერი  იძლევა, რადგან თუ გინდა, ნაყოფი გქონდეს, ხე უნდა დარგო. სტატისტიკის დეპარტამენტი, ფაქტობრივად, განიარაღებულია. ამ დარგში კვლევა აღარ ტარდება, დემოგრაფიის პრობლემა იგნორირებულია, რამდენიც უნდა იყვირო, ხელისუფლება არ რეაგირებს. რამდენი ხანია, მოსახლეობის აღწერაც კი არ ჩაუტარებიათ.
აღწერა 2010 წელს უნდა ჩატარებულიყო, პრეზიდენტის განკარგულებაც გამოიცა, მოსამზადებელი მუშაობაც დაიწყო, მაგრამ 2009 წლის დეკემბერში მიიღეს  ახალი     „კანონი სტატისტიკის შესახებ“. რომელსაც მიუერთეს მანამდე ცალკე არსებული „კანონი მოსახლეობის აღწერების შესახებ“. ძველი კანონის მიხედვით, მოსახლეობის აღწერა ყოველ 10 წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარებულიყო, ახალში კი აღარ არის ამის ვალდებულება და მოსახლეობის აღწერა სტატისტიკის სამსახურის უფროსის ხუშტურზეა დამოკიდებული. თუ მოეპრიანა, ჩაატარებს აღწერას, თუ არა და - არა!
მე სხვა ეჭვი მაქვს. კერძოდ, აღწერა იმისთვის გადადეს, რომ საზოგადოებას არ სცოდნოდა მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა არჩევნების წინ. გახსოვთ, ალბათ, განაცხადეს, ქვეყანაში 3 მილიონ 700 ათასი ამომრჩეველიაო. ამომრჩეველთა რიცხოვნობის გაზრდა არჩევნებში ხელისუფლებას მანიპულაციების საშუალებას აძლევს.  ასეთი  დემოგრაფიული            „წინსვლა“ პირდაპირ  კავშირშია არჩევნებთან და ძალაუფლების შენარჩუნებასთან.“

 

უცხოური პრესა

უცხოურ პრესაში აქტიურად შუქდება  ლიბიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები, ასევე კვლავ აქტუალურია იაპონიის თემა

THE WALL STREET JOURNAL:

საქართველოში, უკრაინასა და ყირგიზეთში დემოკრატიული კურსის შენარჩუნება აშშ-ის პრიორიტეტად უნდა დარჩეს“ როგორც სტატიის „რევოლუციიდან დემოკრატიამდე“ ავტორები კრისტოფერ ვოკერი და რობერტ ორთუნგი მიიჩნევენ, „ქუჩის ხანგრძლივი გამოსვლებით ეგვიპტეს და ტუნისის მოქალაქეებმა დიდი ხნის დიქტატორები დაამხეს, თუმცა ყველაზე რთული მომენტი ახლა იწყება, ვინაიდან რეფორმატორული მისწრაფებებიდან სახელმწიფო ინსტიტუტების არსებით გარდაქმნაზე გადასვლა რთული და ხანგრძლივი პროცესია“.  
როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, „რეგიონის „ფერადი რევოლუციების“ ქვეყნები – უკრაინა, საქართველო და ყირგიზეთი - განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენენ, ვინაიდან სამივე მათგანი გახრწნილი ავტორიტარული მმართველობისგან დღეს არაბულ სამყაროში პოპულარული სახალხო აჯანყებების მსგავსი რევოლუციებით გათავისუფლდა. თუმცა ფერადი რევოლუციების მნიშვნელობა დღემდე ცხარე კამათის საგანია“.

 

ghn

ესპანელ მონაზონს მილიონნახევარი ევრო მოპარეს

მთელი ესპანეთი დაეძებს არამზადებს, რომელთაც 1.5 მილიონი ევრო მოიპარეს. ფული სარაგოსის ქალთა მონასტრის ერთ-ერთ ლეიბში იყო დამალული. თავად ნაძარცვის მოცულობა კი ესპანელთა შორის შოკს იწვევს. 13 ათასი ესპანელი მონაზვნიდან უმეტესობა სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. ისინი თვითნაკეთი ტკბილეულობით, სანთლებით, ნაქარგობითა და შეწირულობით ირჩენენ თავს.

მათ შორის, იზაბელ გუერა კათოლიკურ სამყაროში სახელგანთქმულია. „ტრანსცენდენტალური რეალიზმის“ სტილში მის მიერ შესრულებული პორტრეტები კოლექციონერთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. მათი საბაზრო ღირებულება 50 ათას ევრომდე აღწევს. მისი ერთ-ერთი პორტრეტის მფლობელია თვით ბენედიქტ მე-16. მონასტრის მეთაური აღნიშნავს: „იზაბელ გუერას პორტრეტების შესაძენად შემომთავაზეს ჩეკები, რომლებზეც კონკრეტული თანხა მითითებული არ ყოფილა. ამდენად, შემეძლო პორტრეტებისთვის იმდენი გადამეხადა, რამდენსაც მოვისურვებდი“.

სწორედ ამის გამო მონაზვნის ლეიბი ევროებით იყო გატენილი. სანამ პოლიცია ქურდებს დაეძებს, საგადასახადო სამმართველო მონაზონთა სამეწარმეო საქმიანობას იკვლევს. საგადასახადოს აინტერესებს, იხდიდნენ კი მონაზვნები მოგების გადასახადს? თუ გაირკვევა, რომ მონაზვნები მოგებას არ იხდიდნენ, მათ დიდძალი გადასახადი და ხუთწლიანი პატიმრობა ელით.

 

მოამზადა ნათია ადეიშვილმა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1625
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია