დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
წითელ წიგნში შეყვანილი ინვესტორები და ბობოქარი არაბული სამყარო
2011/02/22 12:22:04

ამ კვი­რის პრე­სა­ში  აქ­ტი­­რად იხილება  პრე­ზი­დენ­ტის 11 თებერ­ვლის გა­მოს­ვლა პარ­ლა­მენ­ტში და შემ­დგო­მი დებატები. ერთ-ერ­თი თე­მა მიხეილ სა­­კაშ­ვი­ლის მი­ერ 2015 წლის რამ­დენჯერ­მე ხსე­ნებაა.


მთე­ლი კვი­რა აქ­ვეყნებს სტა­ტი­ას სა­თა­უ­რით - „რა­ტომ 2015?“. ამ თა­რი­ღის შე­სახებ „კვი­რის პა­ლიტ­რის“ კო­რეს­პონ­დენ­ტთან საუბარ­ში სო­ცი­ო­ლო­გი ია­გო კაჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი ამბობს: „ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი­ა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­პი­რებულ მო­მა­ვალ მიღ­წე­ვებს თა­ვი­სი მო­ნა­წი­ლეობის გა­რე­შე ხედავ­დეს. ამ­დე­ნად, 2015 წელ­ზე აქ­ცენ­ტი შე­იძ­ლება შე­ი­ცავ­დეს სა­ა­კაშ­ვი­ლის ხელი­სუფ­ლებაში დარ­ჩე­ნის ფა­რულ მი­ნიშ­ნებას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოს­ტზე. მე­ო­რე მხრივ, 2015 წელ­ზე ფიქ­სა­ცია ერ­თგვა­რი თავ­დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მია - ხელი­სუფ­ლებაში პირ­ველ პი­რად მი­სი არყოფ­ნის შემთხვე­ვა­ში სა­ა­კაშ­ვილს შე­უძ­ლია ნების­მი­ე­რი წა­რუ­მა­ტებლობა შემ­ცვლელს გა­დააბრა­ლოს“.


ახალი თაობის კო­რეს­პონ­დენ­ტი პრე­ზი­დენ­ტის გა­მოს­ვლა­ზე შთაბეჭ­დი­ლებების გა­ზი­ა­რებას ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვილს სთხოვს. ის ამბობს, რომ ყვე­ლა­ზე მძი­მე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის 2012-2013 წლები იქ­ნება იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ჩვენ სა­გა­რეო ვა­ლის და­ფარ­ვა მოგ­ვი­წევს. სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სი, ალბათ, პიკს მი­აღ­წევს, იმი­ტომ, რომ ხელი­სუფ­ლების არას­წორ­მა პო­ლი­ტი­კამ წლების მან­ძილ­ზე ინ­ვეს­ტო­რები, რო­გორც ასე­თი, წი­თელ წიგ­ნში შეიყვა­ნა, ბიზ­ნეს­მე­ნები კი სა­ძებარი გახდა, იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნე­სი თუ არ­სებობს, არ­სებობს სახელი­სუფ­ლებო ბიზ­ნე­სი.“  იმა­ვე ინ­ტერ­ვი­უ­ში სე­სი­აშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს: „2012-2013 წლების­თვის პრე­ზი­დენტს სურს წი­ნას­წარ პა­სუხის­მგებლობა მოიხსნას იმ მძი­მე ვი­თა­რების გა­მო, რო­მე­ლიც ამ დრო­ის­თვის იქ­ნება შექ­მნი­ლი და უთხრას, ნუ ელით ჩემ­გან და­პი­რებებს, მე გითხარით, რომ სამ­შობლო გაბრწყინ­დება 2015 წელ­სო“.


მთე­ლი კვი­რა, პარ­ლა­მენ­ტის ვი­ცე-სპი­კე­რი ლე­ვან ვეფხვა­ძე: „კარ­გი იყო ის, რომ იგი თა­ვის მარ­თლების რეჟიმ­ში იყო გა­და­სუ­ლი, მაგ­რამ ცუ­დი იყო ის, რომ, სამ­წუხაროდ, პრე­ზი­დენ­ტი არ­სებული სი­ტუ­ა­ცი­ის არა­ა­დეკ­ვა­ტურ რა­ღა­ცებს ამბობს“.

ასე­ვე აქ­ტუ­ა­ლუ­რია პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვა 30 ლა­რი­ა­ნი სა­სურ­სა­თო ვა­უ­ჩე­რის და­რი­გებას­თან და­კავ­ში­რებით, რო­გორც „რა­დიო თა­ვი­სუფ­ლებას­თან“ საუბარ­ში და­მო­უ­კი­დებელი ექ­სპერ­ტი დე­მურ გი­ორხელი­ძე აცხადებს:
„მი­ლი­ო­ნერ­საც თუ უნ­და მის­ცენ ვა­უ­ჩე­რი და ღა­რიბსაც, სა­ინ­ტე­რე­სოა, ეს რა ტი­პის დახმა­რებაა. რო­გორ იქ­ცე­ვი­ან ჩვე­ნი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნები? მი­დი­ან სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ოჯახებში და სახალხოდ გა­დას­ცე­მენ მათ ამ ვა­უ­ჩე­რებს, ისი­ნიც მად­ლობას უხდი­ან. გა­ნა შე­იძ­ლება ადა­მი­ა­ნების ასე დამ­ცი­რება? უკე­თე­სი იქ­ნებოდა, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯახებისათ­ვის არა 30 ლა­რი, არა­მედ, მა­გა­ლი­თად, 150 ლა­რი და­ე­რი­გებინათ და მსგავ­სი დახმა­რება გა­ცი­ლებით გა­მარ­თლებული იქ­ნებოდა“. ამა­ვე სტა­ტი­ა­ში პარ­ლა­მენ­ტის ვი­ცე-სპი­კე­რი გი­გი წე­რე­თე­ლი აცხადებს: „ალბათ, ამ დღეებში და­ზუს­ტდება ში­ნა­არ­სი, და­რი­გების მე­ქა­ნიზ­მები, კონ­ტინ­გენ­ტი. გა­დაწყდება, საყოველ­თა­ოდ, ყვე­ლა ოჯახს და­უ­რიგ­დეს ვა­უ­ჩე­რი, თუ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ოჯახებს. შე­იძ­ლება ის უფ­რო მარ­თებული­ა, რომ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ ოჯახებს გა­და­ე­ცეს ვა­უ­ჩე­რი. ისიც შე­საძ­ლებელი­ა, რომ კონ­კრე­ტუ­ლად ამ პრო­ექ­ტი­სათ­ვის რა­ი­მე სხვა ტი­პის ბაზა შე­იქ­მნას“.

 

```

უცხოურ მე­დი­ა­ში აქ­ტი­უ­რად გა­ნიხილება ეგ­ვიპ­ტე­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნების ანა­ლო­გის სხვა ქვეყნებში განხორ­ცი­ე­ლების სა­კითხი.

 

გა­ზე­თი Financial Times არაბულ სამყარო­ში მომხდარ ბოლოდ­რო­ინ­დელ კა­ტაკ­ლიზ­მებსა და პოს­ტსაბჭო­თა ქვეყნების რე­ა­ლიებს შო­რის პა­რა­ლელს ავ­ლებს. სტა­ტი­ის მოკ­ლე ში­ნა­არსს „ბი-ბი-სი“ ავ­რცე­ლებს.
შე­საძ­ლებელია თუ არა, ტუ­ნი­სის და ეგ­ვიპ­ტის ტალ­ღამ ყოფილ საბჭო­თა კავ­ში­რის სივ­რცეს გა­და­უ­ა­როს, სა­დაც სტა­ტი­ის ავ­ტო­რის თქმით, დე­მოკ­რა­ტი­ამ ჯერ კი­დევ ვერ გა­იდ­გა ფეს­ვები? რო­გორც გა­ზე­თი აღ­ნიშ­ნავს, გუ­ლუბრყვი­ლო იქ­ნებოდა  მტკი­ცება, რომ არაბული ტალ­ღა ამ ქვეყნებამ­დე არ მი­აღ­წევს. ამას­თან, Financial Times გა­მოთ­ქვამს ეჭვს, რომ ადა­მი­ა­ნები ქუ­ჩა­ში „ფე­რა­დი რე­ვო­ლუ­ციების“ მე­ო­რე რა­უნ­დზე გა­მოვ­ლენ, პირ­ველ რიგ­ში, მსგავ­სი გარ­და­სახვების პირ­ვე­ლი შე­დე­გების გა­მო.

 

სე­ნა­ტორ ჯონ მაკ­კე­ი­ნის ინ­ტერ­ვი­უმ, რო­მე­ლიც მან CBS News-ს მის­ცა, მთე­ლი მსოფ­ლიო აა­ლა­პა­რა­კა.

„ამ ცვლი­ლებების ქარ­მა ღრმად უნ­და ჩა­ა­ფიქ­როს ზო­გი­ერ­თი ქვეყნის ხელი­სუ­ფა­ლი. მუბარა­ქის გა­დაყენების შემ­დეგ, პი­რა­დად მე თავს მშვი­დად ვერ ვიგ­რძნობდი, პუ­ტი­ნის ად­გი­ლას რომ ვიყო და კრემ­ლში ჩემს KGB-ელ მე­გობრებთან ერ­თად ვიჯდე,“ - გა­ნაცხადა სე­ნა­ტორ­მა.

მაკ­კე­ი­ნის აზ­რით, ეგ­ვიპ­ტე­ში მომხდა­რი მოვ­ლე­ნები მთელ მსოფ­ლი­ო­ში დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლებების­თვის მებრძოლ­თა გა­აქ­ტი­უ­რებას გა­მო­იწ­ვევს, ამი­ტომ ფრთხილად უნ­და იყვნენ ისე­თი სახელ­მწი­ფოების მმარ­თვე­ლები, რო­გო­რებიც რუ­სე­თი და ჩი­ნე­თი არი­ან.

 

სხვა­დასხვა 

prime-time

პა­ცი­ენ­ტი კუ­ზა­ნო­ვის კლი­ნი­კას სა­სა­მარ­თლო­ში უჩი­ვის

რო­გორც ირ­კვე­ვა, „კუ­ზა­ნო­ვის კლი­ნი­კა­ში“ ეს ერ­თა­დერ­თი სა­მე­დი­ცი­ნო დარ­ღვე­ვა არ ყოფი­ლა. სტა­ტი­ის გა­მოქ­ვეყნების შემ­დეგ, რე­დაქ­ცი­ას და­უ­კავ­შირ­და მო­ქა­ლა­ქე მა­ნა­ნა ლომ­თა­ძე, რო­მელ­მაც „ეს­ტა კუ­ზა­ნოვ კლი­ნი­კის“ წი­ნა­აღ­მდეგ სა­სა­მარ­თლო­ში სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნა. პრო­ცე­სი უახლო­ეს დღეებში და­ი­ნიშ­ნება. იმ შემთხვე­ვა­ში, თუ სა­სა­მარ­თლომ ლომ­თა­ძის სარ­ჩე­ლი და­აკ­მაყოფი­ლა, შე­საძ­ლო­ა, ივა კუ­ზა­ნოვს სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნობა არა ერ­თი თვით, არა­მედ სა­მუ­და­მოდ აეკ­რძა­ლოს.

 

„GHN“

სიმ­ღე­რისა და ცეკ­ვი­ს სახელ­მწი­ფო ან­სამბლმა „გურჯაან­მა“, მსოფ­ლი­ოს ხალხთა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფოლ­კლო­რულ ფეს­ტი­ვალ­ზე, რო­მე­ლიც მა­რო­კო­ში ჩა­ტარ­და, სა­უ­კე­თე­სო ან­სამბლის სტა­ტუ­სი მო­ი­პო­ვა. ფეს­ტი­ვალ­ში ფოლ­კლო­რუ­ლი ან­სამბლები აფ­რი­კის, ევ­რო­პი­სა და აზი­ის 20-ზე მე­ტი ქვეყნი­დან მო­ნა­წი­ლეობდნენ.     „გურჯაა­ნი“ ერ­თა­დერ­თი ან­სამბლი იყო, რო­მელ­საც მა­რო­კოს სა­მე­ფო თე­ატ­რში 8-ჯერ გა­მოს­ვლის უფ­ლება მის­ცეს.

 

amb­e­bi.ge

ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ე­რის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ვირთხებს ახალი კა­ტა და­აფრთხობს

ლონ­დონ­ში და­უ­ნინგ-სტრიტ­ზე ?10 სახლს, რო­მე­ლიც დი­დი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის დე­ვიდ კე­მე­რო­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი რე­ზი­დენ­ცი­აა, ახალი ოთხფეხა ბინა­და­რი ჰყავს. პრე­მი­ე­რი­სა და მი­სი ოჯახის წევ­რების გარ­და, რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ამი­ე­რი­დან ჭრე­ლი კა­ტა, მეტ­სახელად „ლა­რი“ იცხოვ­რებს. და­უ­ნინგ-სტრიტ­ზე ის ლონ­დო­ნის ცხოველ­თა თავ­შე­საფ­რი­დან მიიყვა­ნეს.


presa.ge

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლემ, ყოფილ­მა მო­დელ­მა და მომ­ღე­რალ­მა კარ­ლა ბრუ­ნიმ გა­დაწყვი­ტა, ერ­თერ­თი ყვე­ლა­ზე პატ­რი­ო­ტუ­ლი ფრან­გუ­ლი სიმ­ღე­რა „Douce France“ შე­ას­რუ­ლოს.
კარ­ლა ცნობილ მუ­სი­კა­ლურ ნა­წარ­მოებს თა­ვის მშობლი­ურ, იტა­ლი­ურ ენა­ზე იმ­ღე­რებს. თუმ­ცა, კომ­პო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლი ფრან­გუ­ლად შეს­რულ­დება. რო­გორც ცნობილია, სიმ­ღე­რა 1943 წელს შარლ ტრე­ნემ და­წე­რა. ის მა­შინ­ვე გახდა წი­ნა­აღ­მდე­გობის მოძ­რაობის და გერ­მა­ნულ ოკუ­პა­ცი­ას­თან ბრძო­ლის სიმბოლო.

 

მო­ამ­ზა­და ნა­თია ადე­იშ­ვილ­მა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1585
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია