დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ომბუდსმენი ქუთაისელ ჟურნალისტებს შეხვდა
2010/12/13 14:16:03

6 დეკემბერს „ადამიანის უფლებათა სახლის“ ქუთაისის ოფისში სახალხო დამცველი ადგილობრივი მედიასაშუალებების წარმომადგენლებს შეხვდა. გიორგი ტუღუშმა შეკრებილ საზოგადოებას საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2010 წელს მომზადებული ანგარიში გააცნო. მასში დაზუსტებით არის წარმოდგენილი მიმდინარე წელს კერძო და სახელმწიფო სექტორში მცხოვრები დევნილების მდგომარეობა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ მათზე რეაგირების გზები. 

 

გიორგი ტუღუშის განცხადებით: „სახალხო დამცველის აპარატი, სისტემატურად აწვდის ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებებს მათი საქმიანობის შესახებ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დევნილთა მდგომარეობის, ჯანდაცვის სფეროში, ხანდაზმულთა და ჩვილ ბავშვთა სახლებში, ასევე სამართალდამცავ სტრუქტურებში არსებული ვითარების შემოწმება.“

ახალი კანონის თანახმად, ომბუდსმენის აპარატი ორი ანგარიშის ნაცვლად საქართველოს პარლამენტს ერთ მთლიან ანგარიშს 2011 წლის მარტში მიაწვდის, როგორც გიორგი ტუღუში აცხადებს, ის მწვავე და კრიტიკული იქნება.

მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმით გაგრძელდა. ომბუდსმენმა ყურადღება სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა.

ჟურნალისტებთან შეხვედრამდე კი სახალხო დამცველმა კონკურს „მე, ომბუდსმენის“ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. როგორც ცნობილია, გამარჯვებული ათი კონკურსანტიდან ერთი ქუთაისელია. გამარჯვებულებს საჩუქრად კომპიუტერები გადაეცათ.

 

ნესტან ჩაგელიშვილი 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1706
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია