დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გერმანელი ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ ქართული მედია თავისუფალი არ არის
2010/09/27 13:06:03

საქართველოს ერთკვირიანი ვიზიტით გერმანიის გავლენიანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები სტუმრობდნენ. მიზანი აგვისტოს ომის შემდეგ გერმანიის სახელმწიფოს მიერ საქართველოსთვის გამო-ყოფილი ფინანსური დახმარების სწორად ხარჯვის გაცნობა იყო. თუმცა ისინი საქართველოში ბიზნესის განვითარებით, ეკოლოგიური და სოციალური პრობლემებითაც დაინტერესდნენ. მათი მთავარი მასპინძელი ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი თამარ გურჩიანი იყო.

 

თბილისისა და ბათუმის შემდეგ გერმანელმა სტუმრებმა ქუთაისიც მოინახულეს, სადაც მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ქართველ ჟურნალისტებთან მათ მედიის თავისუფლებაზე და ამ კუთხით არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს. „ვიცოდი, რომ საქართველოში მედია თავისუფალი არ იყო, რაშიც დღეს უფრო დავრწმუნდი. მაგრამ რადგან ამ პრობლემაზე ხმამაღლა საუბრობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია ამ საკითხის მოგვარება. მეტსაც გეტყვით, რომ თუ ამ საკითხზე ლაპარაკი შეიძლება, მაშინ ეს საკითხი ისეთი მწვავე არ ყოფილა. ვფიქრობ, რადგან ეს ასე გამოკვეთილია, მისი მოგვარება უახლოეს წლებში შეიძლება,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბარში გერმანული რადიოს კორესპონდენტმა ჰანს იოაჰიმ ვაისმა.

ქუთაისში შეხვედრა „ოქროს ჩარდახში“ გაიმართა, თუმცა გერმანელი ჟურნალისტები ადგილობრივი მედიითაც დაინტერესდნენ და რადიო „ძველ ქალაქს“ ესტუმრნენ.  „ეს შეხვედრა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო, რადგან დაინტერესდნენ ადგილობრივ მედიაში არსებული პრობლემებით. ისინი ადგილზე გაეცნენ ჩვენი საინფორმაციო გამოშვების ფორმატს. ვფიქრობთ, ამ კონტაქტებს გავაგრძელებთ და გერმანელი კოლეგებისგან გამოცდილებასაც გავიზიარებთ,“ - აცხადებს რადიო „ძველი ქალაქის“ საინფორმაციო სამსახურის რედაქტორი ზვიად ხუჯაძე.

გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის რედაქტორი დანიელ აში ადგილობრივ მედიასთან შეხვედრას მნიშვნელოვნად მიიჩნევს და ამბობს: „მე ჟურნალისტი ვარ და ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ქართული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა. ჩვენ ვისაუბრეთ მედიის თავისუფლებაზე და ზოგადად ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებაზე. საქართველოს შესახებ ძალიან ცოტა რამ თუ მსმენოდა. თუმცა ვიცოდი, რომ საქართველო საბჭოთა ქვეყანა იყო. მინდა გითხრათ, რომ ის ძალიან დიდი და რთული გზაა, რასაც ეს ქვეყანა საბჭოთა წყობილებიდან დღემდე გადის. მაგრამ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ამ ქვეყნის შესახებ ბევრი რამ გავიგე. მე რადიოს ეთერით მიწევდა საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის გადაცემა. დღეს კი მე თქვენი ქვეყნის გაცნობა უფრო ახლოს მოვახერხე და, როცა რადიოში პოლიტიკურ ექსპერტებს მოვიწვევ აქ და რეგიონში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე სასაუბროდ, მაშინ უფრო კარგი კითხვების დასმას შევძლებ, რადგან უკვე მაქვს წარმოდგენა საქართველოზე და ვიცი, რეალურად რა ხდება აქ.“ მინდა გითხრათ, რომ ის ძალიან დიდი და რთული გზაა, რასაც ეს ქვეყანა საბჭოთა წყობილებიდან დღემდე გადის.

„ეს იყო მეტად მნიშვნელოვანი ვიზიტი, რადგან ეს ადამიანები იყვნენ ქვეყნის სტუმრები, რომლებიც ჩვენი ქვეყნით დაინტერესდნენ. ისინი გერმანიის მთავრობამ დააფინანსა, რადგან გერმანიის ხელისუფლებას სურდა თავის ჟურნალისტებს ენახათ, თუ რაში ჩადო გერმანიის ხელისუფლებამ აგვისტოს ომის შემდეგ ფული. მათ ნახეს ის, რაც გაკეთდა გერმანიის დაფინანსებით და რამდენად სწორად იხარჯება ეს თანხა. ეს ადამიანები თავისი საქმის ექსპერტები არიან და არ იყვნენ მხოლოდ მასალის დასაწერად ჩამოსულები. ისინი იყვნენ მხოლოდ თბილისის და ბათუმის სტუმრები. მაგრამ მე მადლობელი ვარ, რომ მათ ერთი დღით მოახერხეს და ქუთაისიც ნახეს,“ - გვითხრა ჟურნალისტმა დავით ლიკლიკაძემ.

გერმანელი ჟურნალისტები ქართული კულტურით, ხელოვნებით და ტრადიციებითაც დაინტერესდნენ. სწორედ ამიტომ სპეციალურად მათთვის ოქროს ჩარდახში ქუთაისის სიმფონიური  ორკესტრი    უკრავდა. „სულიკო“  გერმანელი სტუმრებისთვის ნაცნობი აღმოჩნდა, მათ საპატივცემულოდ გერმანელი კომპოზიტორების ნაწარმოებებიც შესრულდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1554
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია