დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
14 თემის 125 პროექტი
2010/06/14 13:36:45

ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სოფ­ლის გან­ვი­თა­რების პროგ­რა­მის განხორ­ცი­ე­ლების­თვის სახელ­მწი­ფომ ბიუჯეტი­დან 573 409 ლა­რი გა­მოყო. იგი­ვე პროგ­რა­მა კი გა­სულ წელს მხოლოდ 266,339 ლა­რით და­ფი­ნან­სდა. გარ­და თანხის გაზ­რდი­სა, ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში შარ­შან ყვე­ლა პრო­ექ­ტი მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე ხორ­ცი­ელ­დებოდა, წელს კი ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის არ­ჩევ­ნებამ­დე ყვე­ლა პრო­ექ­ტი დას­რულ­და.

2010 წელს ვა­ნის 14 თემ­ში 125 პრო­ექ­ტი განხორ­ცი­ელ­და. პრი­ო­რი­ტე­ტები სოფ­ლის კრებებზე თა­ვად მო­სახლეობამ შე­არ­ჩია. კრების ოქ­მები ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ინახება, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად წე­რია, თი­თო­ე­ულ­მა სო­ფელ­მა რო­გორ აირ­ჩია პრი­ო­რი­ტე­ტი.

სა­მე­ლი წყლის სის­ტე­მების მო­წეს­რი­გების­თვის 573 409 ლა­რი­დან 101 979 ლა­რი დაიხარჯა. ეს პრობლე­მა ზე­და ვა­ნის თემ­ში სო­ფელ ტყელ­ვა­ნის, ყუმუ­რის თემ­ში - სო­ფელ დუცხუნის, დიხაშხოს თემ­ში - სო­ფელ ის­რი­თის, ფე­რე­თას თე­მის, სა­ლო­მი­ნა­ოს თე­მის, უხუთის თე­მის კერცხედის უბნის, ზე­ინ­დრი­სა და გო­რას თე­მების მო­სახლეობას ერ­თნა­ი­რად აწუხებდა. ამ­დე­ნად სოფ­ლის მო­სახლეობას ამ თე­მებში პრი­ო­რი­ტე­ტის შერ­ჩე­ვა­ზე არც უმსჯელია. გო­რას თემ­ში სას­მე­ლი წყლის თვით­დე­ნი­თი წყლის სის­ტე­მას რეაბილი­ტა­ცია სოფ­ლის ცენ­ტრში ჩა­უ­ტარ­და. ამის­თვის სო­ფელ­მა 7 200 ლა­რი დახარჯა. რო­გორც ამ სოფ­ლის მცხოვ­რები ან­დრო ვ. ამბობს: „კარ­გია, რაც გა­კეთ­და, რად­გან 200 ოჯახს სას­მე­ლი წყალი დღეს უპ­რობლე­მოდ მი­ე­წო­დება, მაგ­რამ ამ სო­ფელ­ში პრობლე­მებს შენ გა­მო­ლევ? სოფ­ლის კრებაზე ხალხმა ეს გა­დაწყვი­ტა, უმ­რავ­ლე­სობას წყალი არ ჰქონ­და და გა­კეთ­და კი­დეც. ისე, ამ­დე­ნი წე­ლია არა­ფე­რი არ გა­კე­თებულა და ეხლა ასე უცებ ყვე­ლა­ფე­რი ხომ ვერ გა­კეთ­დება?“

გა­სულ წელს იგი­ვე პროგ­რა­მი­დან სას­მე­ლი წყლის რეაბილი­ტა­ცი­ის­თვის მხოლოდ 21 095 ლა­რი  გა­მოიყო. ამ თანხით სო­ფელ ამაღ­ლების, ციხესუ­ლო­რის, ქვე­და ბზვა­ნის და ფე­რე­თას მო­სახლეობას სას­მე­ლი წყლის პრობლე­მა მოეხსნა. სოფ­ლის ში­და გზების მოხრეშ­ვის­თვის მიმ­დი­ნა­რე წელს სახელ­მწი­ფომ 161 914 ლა­რი დახარჯა, ხიდების შე­კე­თების­თვის - 25 043 ლა­რი, გა­რე გა­ნა­თება, რო­მე­ლიც პრი­ო­რი­ტე­ტად იმ სოფ­ლებმა აირ­ჩი­ეს, სამ­ტრე­დია-ვა­ნი­სა, ქუ­თა­ი­სი-ვა­ნის საგ­ზაო მო­ნაკ­ვეთ­ზე რომ ცხოვ­რობენ, სულ 46 654 ლა­რი დაიხარჯა. თუმ­ცა მო­სახლეობამ ტობანი­ე­რის თემ­ში სოფ­ლის ცენ­ტრში არ­სებულ გა­რე გა­ნა­თებაზე კი­დევ 10 სა­ნა­თის და­მა­ტება მო­ითხოვა, რის­თვი­საც 4 500 ლა­რი გა­მოიყო. ამ თემ­ში გზაც შე­კეთ­და, მი­ნი სტა­დი­ო­ნიც მო­ეწყო და მგზავ­რთა მო­საც­დე­ლიც გა­რე­მონ­ტდა. რო­გორც აქა­უ­რები ამბობენ, მათ თანხა თით­ქმის ყვე­ლა იმ პრობლე­მის მოგ­ვა­რების­თვის ეყოთ, რაც სო­ფელს სჭირ­დებოდა, თუმ­ცა იმე­დი აქვთ, რომ სახელ­მწი­ფო ანა­ლო­გი­ურ პრო­ექტს მო­მა­ვალ წელ­საც გა­ნახორ­ცი­ე­ლებს.

სპორ­ტუ­ლი მო­ედ­ნების­თვის ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 58 560 ლა­რი დაიხარჯა. გა­ჩე­რებების და მგზავ­რთა მო­საც­დე­ლის­თვის 41 500 ლა­რი, ხოლო სკვე­რების და ბაღების­თვის 78 790 ლა­რი გა­მოიყო. ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის რიგ სო­ფ­ლებში  სა­საფ­ლა­ოების შე­მო­ღობვის პრობლე­მა წლების მან­ძილ­ზე იდ­გა. მთის­ძი­რის თემ­ში - სო­ფელ ჭა­გან-ჭყვიშ­ში და სალხინოს თემ­ში მო­სახლეობამ სა­საფ­ლა­ოების შე­მო­ღობვა პრი­ო­რი­ტე­ტად მი­იჩ­ნი­ა, რის­თვი­საც 2 398 ლა­რი დაიხარჯა, სხვა სა­მუ­შა­ოების­თვის კი - 24 000 ლა­რი.

რო­გორც ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ეკო­ნო­მი­კი­სა და ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის სამ­სახურის უფ­რო­სი ჰამ­ლეტ ბრეგ­ვა­ძე ჩვენ­თან საუბრი­სას აცხადებს:        „სო­ფელ­ში და­ზი­ა­ნებული გზის სა­ფა­რის აღ­დგე­ნას შე­დე­გად მგზავ­რთა მომ­სახურების დო­ნის ამაღ­ლება და ხარისხის გა­უმჯობესება მოჰყვა. ჩვენ გა­და­სას­ვლე­ლი ხიდების შე­კე­თების­თვის 25 043 ლა­რი დავხარჯეთ სოფ­ლის პროგ­რა­მის ფარ­გლებში, რა­მაც ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის და მო­სახლეობის უსაფრთხოდ გა­და­ად­გი­ლების პი­რობები გა­ა­უმჯობესა. ამ პროგ­რა­მის ფარ­გლებში რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში სპორ­ტუ­ლი მო­ე­და­ნი კე­თილ­მო­ეწყო. ეს სა­შუ­ა­ლებას მის­ცემს ახალ­გაზ­რდებს, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო ეფექ­ტუ­რად გა­მოიყენონ. გარ­და ამი­სა, საპ­რა­სი­ას თემ­ში - კობელა­უ­რის უბან­ში თვით­დი­ნებითი წყალ­სა­დე­ნის სის­ტე­მის რეაბილი­ტა­ცია გა­კეთ­და, რის­თვი­საც 2 400 ლა­რი დაიხარჯა. შე­დე­გად 100-მდე ოჯახს გა­უ­უმჯობეს­და სას­მე­ლი წყლის მოხმა­რების პი­რობები. ანა­ლო­გი­უ­რი პრო­ექ­ტი განხორ­ცი­ელ­და უხუთის თემ­ში - დი­ა­კო­ნი­ძეების უბან­ში, რის­თვი­საც 1 000 ლა­რი გა­მოიყო. აქ კი  70-მდე ოჯახს გა­უ­უმჯობეს­და სას­მე­ლი წყლის მი­წო­დება. რაც შეეხება სოფ­ლების ცენ­ტრში გა­რე გა­ნა­თების მოწყობას, ეს სოფ­ლის მცხოვ­რებლებმა თა­ვად აირ­ჩი­ეს, რა­თა ღა­მის პე­რი­ოდ­ში უსაფრთხო გა­დად­გი­ლება შეძ­ლონ. ახალ­გაზ­რდებმა კი სოფ­ლის დახმა­რების პროგ­რა­მით რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში და­სას­ვე­ნებელი სკვე­რები მო­აწყვეს, ამით მათ დას­ვე­ნების პი­რობები გა­ი­უმჯობესეს.“

ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი მიმ­დი­ნა­რე წელს წყალ­დი­დობამ ძლი­ერ და­ა­ზი­ა­ნა. სა­ნი­აღ­ვრე არხებმა წვი­მის წყალი ვერ და­ი­კა­ვეს და მო­სახლეობის საცხოვ­რებელი სახლები, სა­კარ­მი­და­მო მი­წები და­იტბორა. ამ­დე­ნად სა­ნი­აღ­ვრე არხების მოწყობის­თვის ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის თე­მებში 29 571 ლა­რი გა­მოიყო. შუ­ამ­თის თემ­ში,­სალხინოს თე­მის სო­ფელ სო­ფელ ზე­ნობან­ში და ფე­რე­თას თე­მის ალ­ფა­ი­ძეების უბან­ში სა­ნი­აღ­ვრე არხები სრუ­ლად გა­კეთ­და. რო­გორც ფე­რეთა­ში მცხოვ­რები ან­ზო­რ ბ. ჩვენ­თან საუბარ­ში ამბობს: „ჩვენს სო­ფელ­ში გზაც გა­კეთ­და, მო­საც­დე­ლიც მო­აწყვეს და წყლის პრობლე­მაც მოგ­ვარ­და, მაგ­რამ ეს არხები რომ გა­ა­კე­თეს, ყვე­ლას გაგ­ვეხარ­და. ერ­თი პა­ტა­რა წვი­მაც საკ­მა­რი­სი იყო, რომ ეზოები წყლით ავ­სებულიყო. ჯერ არ მო­უწ­ვი­მია, რაც ეს არხები გა­კეთ­და, მაგ­რამ, იმე­დია, ახლა სახლში მა­ინც არ შე­მოგ­ვი­ვარ­დება წვი­მის წყალი.“

რო­გორც ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებლის მო­ვა­ლეობის შემ­სრუ­ლებელ­მა ბესა­რი­ონ მი­ქე­ლა­ძემ გვითხრა, სოფ­ლის პროგ­რა­მები სოფ­ლებში თა­ვად მო­სახლეობამ სა­კუ­თა­რი ძა­ლებით გა­ნახორ­ცი­ე­ლა. არც ერ­თ ფირ­მას და კერ­ძო პირს სა­მუ­შაო ამ პროგ­რა­მის ფარ­გლებში არ შე­უს­რუ­ლებია. თუმ­ცა ად­გი­ლობრივ­მა თვით­მმარ­თვე­ლობამ სა­ჭი­რო მა­სა­ლების შე­ძე­ნა­ზე იზ­რუ­ნა, სოფ­ლის ცენ­ტრამ­დე მი­ი­ტა­ნეს. რო­გორც ყუმუ­რის თემ­ში გვეუბნებიან, ად­გი­ლობრი­ვი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ხელმ­ძღვა­ნე­ლობამ მათ სას­მე­ლი წყლის სის­ტე­მის მოგ­ვა­რების­თვის სა­ჭი­რო მი­ლები თა­ვად ჩა­უ­ტა­ნა, ხოლო შე­სა­კე­თებელი სა­მუ­შაო თა­ვად სოფ­ლის მო­სახლეობამ შე­ას­რუ­ლა.

ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის არ­ჩევ­ნებამ­დე თით­ქმის ყვე­ლა პრო­ექ­ტი დას­რულ­და. დიხაშხოს თემ­ში გა­რე გა­ნა­თების მოწყობა 30 ივ­ნი­სის­თვის იგეგ­მებოდა, თუმ­ცა, რო­გორც ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ეკო­ნო­მი­კი­სა და ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის სამ­სახურის უფ­რო­სი ჰამ­ლეტ ბრეგ­ვა­ძე ჩვენ­თან საუბარ­ში აცხადებს, 30 მა­ი­სამ­დე მათ ამ თემ­შიც შეძ­ლეს დაწყებული სა­მუ­შა­ოს დას­რუ­ლება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1652
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია