დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კეთდება, მაგრამ როგორ?
2010/06/14 13:30:32

სოფ­ლის დახმა­რების პროგ­რა­მა „თი­თო პრო­ექ­ტი - თი­თო სო­ფელს“ უკ­ვე ორი წე­ლია, რაც მიმ­დი­ნა­რეობს. პროგ­რა­მის ფარ­გლებში საკ­მა­ოდ დი­დი თანხები გა­მოიყოფა ცალ­კე­ულ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებზე, თა­ვის მხრივ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტები ამ თანხებს სოფ­ლების მიხედ­ვით ანა­წი­ლებენ. 

 

თერჯოლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს 2009 წელს სოფ­ლის დახმა­რების პროგ­რა­მის ფარ­გლებში 324 ათა­სი ლა­რი ერ­გო, აღ­ნიშ­ნუ­ლი თანხა სა­ჭი­როებების მიხედ­ვით 18 სო­ფელ­ზე გა­და­ნა­წილ­და. 

პროგ­რა­მის მი­ზა­ნი სოფ­ლებისათ­ვის მთე­ლი რი­გი პრობლე­მების გა­დაწყვე­ტა, თვით­მმარ­თვე­ლობის და­მო­უ­კი­დებლობის გაძ­ლი­ე­რება და თვით­მმარ­თვე­ლობის განხორ­ცი­ე­ლებაში მო­ქა­ლა­ქე­თა ჩარ­თუ­ლობის მხარ­და­ჭე­რაა. პროგ­რა­მის განხორ­ცი­ე­ლების დაწყებამ­დე თი­თო­ე­ულ სო­ფელ­ში იმარ­თება კრება. სა­დაც მო­სახლეობა არ­სებულ პრობლე­მებზე მსჯელობს და მთა­ვარ სა­კითხს გა­მოყოფს. სწო­რედ ამ კრებაზე ხმა­თა უმ­რავ­ლე­სობით წყვეტს სოფ­ლის მო­სახლეობა, თუ რა­ში უნ­და დაიხარჯოს კონ­კრე­ტუ­ლი თანხა. მა­გა­ლი­თად, გა­სულ წელს სო­ფელ ზე­და სა­ზა­ნოს 25 187 ლა­რი გა­მოეყო სხვა­დასხვა სა­მუ­შა­ოების შე­სას­რუ­ლებლად. მო­სახლეობის მი­ერ და­სახული პრი­ო­რი­ტე­ტები ასე გა­მოიყურება. გა­რე გა­ნა­თების მოწყობა სოფ­ლის ცენ­ტრში - 8572 ლა­რი, მგზავ­რთა მო­საც­დე­ლებისათ­ვის მა­სა­ლების შე­ძე­ნა - 900 ლა­რი, მა­ღა­ლი წნე­ვის წყლის მი­ლის შე­ძე­ნა - 6100 ლა­რი, სა­საფ­ლა­ოს შე­მო­ღობვა და ომ­ში და­ღუ­პულ­თა მე­მო­რი­ა­ლის მოწყობა სოფ­ლის ცენ­ტრში - 4000 ლა­რი, პლას­ტმა­სის მი­ლების შე­ძე­ნა - 4000 ლა­რი, სოფ­ლის საუბნო გზებზე ინერ­ტუ­ლი მა­სა­ლის შე­ტა­ნა-გაშ­ლა - 1615 ლა­რი.

„შე­სას­რუ­ლებელ სა­მუ­შა­ოს არ­ჩევს სო­ფე­ლი. თანხა სოფ­ლის რიცხოვ­ნობაზეა და­მო­კი­დებული. სამ­წუხაროდ სოფ­ლებისათ­ვის გა­მოყოფი­ლი თანხები არ გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლებას, რომ დი­დი გლობალუ­რი პრო­ექ­ტები და­ვიწყოთ. მა­გა­ლი­თის­თვის გეტყვით მიმ­დი­ნა­რე წელს სო­ფელ სა­ზა­ნოს­თვის გა­მოყოფი­ლია 70 ათა­სი ლა­რი, თუმ­ცა ეს თანხა რომ მთლი­ა­ნად სა­ზა­ნოს ეკუთ­ვნო­დეს, ნამ­დვი­ლად შე­იძ­ლება რა­ი­მე დი­დი პრო­ექ­ტის დაწყება. სამ­წუხაროდ, რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ზე ნა­წილ­დება და მხოლოდ პა­ტარ-პა­ტა­რა პრო­ექ­ტების გა­კე­თების შე­საძ­ლებლობა გვაქვს,“ - ამბობს თერჯოლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებლის მო­ვა­ლეობის შემ­სრუ­ლებელი ზუ­რაბ ჩა­ფი­ჩა­ძე.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ გა­მოიყურება წელს სო­ფელ ზე­და სა­ზა­ნოს პრი­ო­რი­ტე­ტები. თავ­და­პირ­ვე­ლად უნ­და ით­ქვას, რომ გა­მოყოფი­ლი 70 646 ლა­რი­დან ზე­და სა­ზა­ნოს მხოლოდ 11547 ლა­რი დარ­ჩა, და­ნარ­ჩე­ნი სა­ზა­ნოს თემ­ში შე­მა­ვალ სოფ­ლებზე გა­და­ნა­წილ­და. სოფ­ლის მო­სახლეობამ შემ­დე­გი პრი­ო­რი­ტე­ტი აირ­ჩია: ხიდის შე­კე­თება მდი­ნა­რე ძუ­სა­ზე - 4946 ლა­რი, ბოგი­რის შე­კე­თება მდი­ნა­რე მა­ძა­რუ­ლა­ზე - 3001 ლა­რი, სტა­დი­ო­ნის მოწყობა 26 მა­ი­სის და­სახლებაში - 3600 ლა­რი.

„სი­მარ­თლე რომ ვთქვათ, უკ­მაყოფი­ლო არა ვართ განხორ­ცი­ე­ლებული პრო­ექ­ტებით, მაგ­რამ უფ­რო ხარისხია­ნა­დაც შე­იძ­ლებოდა საქ­მის გა­კე­თება. ამბობენ, რომ ხალხი წყვეტს თანხის გან­კარ­გვის სა­კითხს, ეს ნა­წი­ლობრი­ვაა ასე. სოფ­ლის კრებაზე დი­დი ამბავი იყო, ვე­რაფ­რით ვერ შევ­თანხმდით, რა უნ­და გაგ­ვე­კე­თებინა. ყვე­ლას თა­ვი­სი აზ­რი აქვს და ყვე­ლას თა­ვი­სებურად უნ­და სა­კითხის გა­დაწყვე­ტა. ბოლოს რა­ღაც-რა­ღა­ცებზე შევჯერ­დით, მაგ­რამ მო­სახლეობის დი­დი ნა­წი­ლი მა­ინც უკ­მაყოფი­ლო დარ­ჩა,“ - ამბობს სა­ზა­ნოს მცხოვ­რები დავით ზ.

მიმ­დი­ნა­რე წელს თერჯოლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის  და­ფი­ნან­სება გა­ორ­მაგ­და და 683 400 ლა­რი შე­ად­გი­ნა. სოფ­ლების მიხედ­ვით თანხები ასე გა­და­ნა­წილ­და. გო­დო­გა­ნი - 43846 ლა­რი, ღვან­კი­თი - 31 674 ლა­რი, გოგ­ნი 12 788 ლა­რი, ჭოგ­ნა­რი - 26718 ლა­რი, ზე­და სი­მო­ნე­თი 27 033 ლა­რი, ქვე­და სი­მო­ნე­თი 31 667 ლა­რი, რუ­ფო­თი - 41 939 ლა­რი, ბარ­დუბანი - 35 574 ლა­რი, სიქ­თარ­ვა - 37 571 ლა­რი, კვახჭი­რი - 35 580 ლა­რი, ახალ­თერჯოლა - 35 733 ლა­რი, ეწე­რი 65 057 ლა­რი, ნახშირ­ღე­ლე - 33365 ლა­რი, ჩხარი - 30 778 ლა­რი, ძევ­რი - 40 001 ლა­რი, თუ­ზი - 56 784 ლა­რი, ალი­სუბანი - 58 697 ლა­რი, ზე­და სა­ზა­ნო - 70 646 ლა­რი.

რაც შეეხება პრი­ო­რი­ტე­ტებს, წელ­საც სოფ­ლების­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზის შე­კე­თებაა. შემ­დეგ მო­დის სა­საფ­ლა­ოების შე­მო­ღობვა და სას­მე­ლი წყლის მი­ლების შე­ძე­ნა.

თუმ­ცა ერ­თია, რომ კეთ­დება, მაგ­რამ რო­გორ კეთ­დება, ეს სხვა სა­კითხია. მო­სახლეობის უკ­მაყოფი­ლების მი­ზე­ზი გზების შე­კე­თება გახდა. პრო­ექ­ტების მიხედ­ვით, ცალ­კე­ულ სოფ­ლებში ინერ­ტუ­ლი მა­სა­ლა, ღორ­ღი უნ­და შე­ე­ტა­ნათ. შე­ტა­ნით კი შე­ი­ტა­ნეს, მაგ­რამ შემ­დეგ მის გაშ­ლა­ზე აღა­რა­ვინ ი­ზრუნა.

„შარ­შან რო­გორც შე­მო­ი­ტა­ნეს, ისე ეყარა მთე­ლი წე­ლი გზა­ზე, კა­ციშ­ვილს არ მო­ფიქ­რებია, რომ ამ ღორღს მარ­ტო შე­მო­ტა­ნა კი არა, გაშ­ლაც უნ­დო­და. კი გა­ვაპ­რო­ტეს­ტეთ, მაგ­რამ არა­ვინ მოგ­ვაქ­ცია ყუ­რად­ღება. ახლა სა­არ­ჩევ­ნოდ და­ფა­ცურ­დნენ და მო­საც­დე­ლები გა­ა­კე­თეს. იქაც ხარ­ვე­ზებია. ერ­თი მგზავ­რთა მო­საც­დე­ლი უკუღ­მა დად­გეს. იმ მო­საც­დელ­ში რომ დად­გე, ავ­ტობუსი ისე ჩა­გივ­ლის ვერც გა­ი­გებ,“ - ამბობს სო­ფელ სკან­დის მცხოვ­რები გია ნ.

რო­გორც თერჯოლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებლის მო­ვა­ლეობის შემ­სრუ­ლებელ­მა აღ­ნიშ­ნა, პრო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნებული სა­მუ­შა­ოები მიმ­დი­ნა­რეობის პრო­ცეს­შია და 15 აგ­ვის­ტოს­თვის დას­რულ­დება. მი­სი თქმით, ყვე­ლა არ­სებული ხარ­ვე­ზი აღ­მო­იფხვრება.

 

მა­ნა­ნა ქვე­ლი­აშ­ვი­ლი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1652
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია